ადგილობრივი მმართველობა

23 დეკემბერი 2021 image

ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ანალიზი

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა შეიცვალა.  შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერი აღარ გაიცემა, საშემოსავლო გადასახადი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებზე დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% ნაწილდება.

20 დეკემბერი 2021 image

ზუგდიდის და ბათუმის მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების კანონიერების შეფასება

2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, შედეგების გათვალისწინებით,  ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა საბიუჯეტო პროცესი. კერძოდ, ბათუმის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, სადაც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, არჩევნების შედეგების მიხედვით, დაკარგა საკრებულოს უმრავლესობა, მიიღო გადაწყვეტილება, საკრებულოს ძველი შემადგენლობით დაემტკიცებინა მომავალი 2022 წლის ბიუჯეტი.

 

16 დეკემბერი 2021 image

საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასება (2021)

საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2021 წლის ეროვნული შეფასების შედეგების მიხედვით, შეფასების 100%-იან სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი 28%-ია, რაც უთანაბრდება 2019 წლის შეფასების მაჩვენებელს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა.

 

15 დეკემბერი 2021 image

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია

2021 წლის 15 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრისა (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2021 წლის შეფასების შედეგები წარმოადგინეს და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტები დაასახელეს. ამ ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).

 

26 ნოემბერი 2021 image

აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები IDFI-ის ესტუმრნენ და მის საქმიანობას გაეცვნენ

26 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებიდან პოლიტიკური გაერთიანებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. 

17 სექტემბერი 2021 image

OGP-ის ადგილობრივი პროგრამის წევრი საქართველოს თვითმმართველი ერთეულების სამოქმედო გეგმების მიმოხილვა

2016 წელს, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ღირებულებებისა და პრინციპების ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე გავრცელების მიზნით, OGP-ის ადგილობრივ პროგრამას (OGP Local) ჩაეყარა საფუძველი. 

6 სექტემბერი 2021 image

IDFI თბილისის მერიას ღია მონაცემების პორტალის კონცეფციისა და ტექნიკური აღწერის შექმნაში დაეხმარა

IDFI-ის ჩართულობითა და USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID GGI) მხარდაჭერით, თბილისის მერიამ შეიმუშავა და დაამტკიცა კონცეფცია, რომლის საფუძველზეც ღია მონაცემების პორტალი უნდა შეიქმნას. პორტალის კონცეფციასთან ერთად, მომზადდა პორტალის დეტალური ტექნიკური აღწერა. 

 

12 აგვისტო 2021 image

სახელფასო პოლიტიკა თვითმმართველობებში და პრემიერის დაპირება

2021 წლის 9 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება ვერ უწევს კონკურენციას კერძო სექტორს. შესაბამისად, 2022 წლიდან სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდა იგეგმება.

29 ივნისი 2021 image

თბილისის მერიის ღია მონაცემების პორტალის კონცეფციის საჯარო განხილვა

2021 წლის 28 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა(IDFI) თბილისის მერიასთან თანამშრომლობითა და USAID-ის პროექტის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID GGI) ფინანსური მხარდაჭერით, ღია მონაცემთა პორტალის კონცეფციის ონლაინ საჯარო განხილვა მოაწყო.

 

21 ივნისი 2021 image

ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2020 წელს

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მოიცავს სარეზერვო ფონდებს, რომელთა მიზანს წარმოადგენს წლის განმავლობაში წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვა. სახელმწიფო ბიუჯეტის მსგავსად, სარეზერვო ფონდები გათვალისწინებულია ასევე ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა ბიუჯეტებში.