კარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა - კვლევის პრეზენტაცია

სიახლეები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 10 მარტი 2020

10 მარტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გამართა პირველი სისტემური კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც საჯარო სექტორში გენდერული თანასწორობის კუთხით სამუშაო გარემოს, კარიერულ სვლას და პროფესიულ განვითარებას ასახავს.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა საჯარო სამსახურში  ქალებისა და კაცების მიერ განვლილი განსხვავებული კარიერული გზებისა და კარიერული წარმატებისადმი სუბიექტური აღქმები. 

 

კვლევის პრეზენტაციისას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა,   გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ; ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრისმრჩეველიმა,ლელა აქიაშვილიმა;საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე  ალექსანდრა კოლიმა

 

„კვლევის მიზანს საჯარო სამსახურში გენდერული უთანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. შესაბამისად, კვლევის მთავარი ამოცანა საჯარო სამსახურში კარიერის დაწყებიდან მიღწეულ პოზიციამდე ქალი და კაცი მენეჯერების მიერ განვლილი გზის შესწავლა და იმ განსხვავებების გამომჟღავნება იყო, რომელიც საჯარო სამსახურებში გენდერულ უთანასწორობას უწყობს ხელს.“ - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა

 

კვლევის ძირითად მიგნებებზე დეტალურად ისაუბრა კვლევის თანაავტორმა გიორგი ურჩუხიშვილიმა.

 

კვლევაში გამოყენებული იყო როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავდა ქალი და კაცი საჯარო მოხელეების როგორც ჩაღრმავებულ გამოკითხვას, ისე ფოკუს ჯგუფებთან მუშაობას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1010-მა საჯარო მოხელემ (676 ქალი და 334 კაცი). სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა 26 პირველი და მეორე რანგის საჯარო მოხელესთან (15 ქალი და 11 კაცი). ფოკუს-ჯგუფებში მონაწილეობა მიიღო 13-მა საჯარო მოხელემ (7 ქალი და 6 კაცი). 

 

რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მონაცემები ადასტურებს, რომ საჯარო სამსახურში ქალი და კაცი მენეჯერების მიერ განვლილი გზა განსხვავებულია და ეს განსხვავებები გამოხატულია სხვადასხვა კულტურული პრაქტიკით, რომელთა მიხედვით, საჯარო სამსახურში ვლინდება გენდერული უთანასწორობა.

 

კვლევის ძირითადი მიგნებები:

 

- 86% - მიიჩნევს რომ კაცებს უფრო მეტი გავლენა და ძალაუფლება აქვთ;

 

- 69% - ფიქრობს, რომ სამსახურებრივი საქმიანობის დროს კაცები უფრო დაფასებულები არიან;

  

- კაცების 85% მიიჩნევს, რომ თანაბარი უნარების მქონე ქალები და კაცები სჯარო სამსახურში თანაბრად ხილვადები არიან, მაშინ, როდესაც მსგავს მოსაზრებას ეთანხმება ქალების მხოლოდ 58%. 

 

- როგორც ქალი, ასევე კაცი საჯარო მოხელეების თანაბარი პროცენტი (79%) აღნიშნავს, რომ ქართული საჯარო სივრცე უფრო კაცურია ვიდრე ქალური.

 

- 71% - მიიჩნევს, რომ კარიერულ გზაზე კაცები უფრო სწრაფად აღწევენ წარმატებას;

 

- განათლების სხვადასხვა საფეხურზე ქალები უკეთეს აკადემიურ მიღწევებს აჩვენებენ, მაგრამ როგორც კი ხვდებიან საჯარო სამსახურში, ხდება მათი „შეჩერება“. 

 

- ქალების წარმატებისკენ სვლა მათი აკადემიური მაჩვენებლების პირდაპირპროპორციული არ არის.

 

კვლევა ჩაატარა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში. ანგარიშის წარდგენა მიმდინარე გენდერული თანასწორობის კვირეულს ეხმიანება. 

 

ღონისძიების ფოტოები იხილეთ აქ.

 

/public/upload/Gender/Gender_Onepager GEO PRINT2.pdf

 

 

დანართი1 - ფოკუს ჯგუფის სადისკუსიო გეგმა

დანართი2 - რაოდენობრივი კითთვარის ანკეტა

დანართი3 - სიღრმისეული ინტერვიუს ინსტრუმენტი

დანართი4 - მომხმარებლის რუკა

დანართი5 - ისტორიები

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024