მოწოდება ევროკავშირს, შეუერთდეს ღია მმართველობის პარტნიორობას

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 ივლისი 2015

საერთაშორისო ორგანიზაცია „Access Info Europe“-ის, ღია საზოგადოების ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტისა და გამჭვირვალობის მხარდამჭერი საერთაშორისო კამპანია „Publish What You Fund“-ის მიერ მომზადებული წერილი მოუწოდებს ევროპარლამენტის წევრებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა ევროკავშირი შეუერთდეს ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP). აღნიშნული წერილი ღიაა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმოწერებისთვის ევროპის მასშტაბით და ამ მიმართულებით მას შეუერთდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).


მას შემდეგ, რაც OGP დაარსდა 2011 წელს, მას 65 ქვეყანა შეუერთდა. აქედან 20 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ხოლო 5 კანდიდატი და 9 ევროპის მეზობელი ქვეყანა.


წერილის ავტორებს სჯერათ, რომ, რამდენადაც ევროკავშირის გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს დაახლოებით 500 მილიონი მოქალაქის ცხოვრებაზე, დროა ევროკავშირი აღიჭურვოს ვალდებულებით, რომელსაც საერთაშორისო ინიციატივა ჰქვია და რომელიც მიზნად ისახავს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის ზრდას. 


ავტორები და ხელმომწერები ევროპარლამენტისგან ითხოვენ მოკვლევის ინიცირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ ევროპული ინსტიტუტები (უპირველეს ყოვლისა ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროსაბჭო) ღია მმართველობის პარტნიორობის აქტიური წევრები გახდნენ.


უფრო კონკრეტულად წერილი მოუწოდებს:


• გაიმართოს შიდა დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებს ევროკავშირი ჩაერთოს ღია მმართველობის პარტნიორობაში.
• საკონსტიტუციო საკითხებში ევროპარლამენტის კომიტეტი ჩაერთოს კვლევაში, თუ როგორ შეიძლება OGP-ს ძალისხმევა გამოყენებულ იქნეს ევროკავშირის ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის. 
• იმის უზრუნველყოფისკენ, რომ შემუშავებული ანგარიში, ევროკავშირის ინსტიტუტების (Sven Giegold/Greens/European Free Alliance) გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მთლიანობის შესახებ, რომლის განხილვაც დაგეგმილია შემოდგომაზე, შეიცავს ამბიციურ და პრაქტიკულ რეფორმებს, რომლებშიც ასახული იქნება ღია მმართველობის პარტნიორობის სტანდარტები.
• მოხდეს საპარლამენტო ჯგუფების მთლიანობის წახალისება (მთლიანობა-გამჭვირვალობა, ანტიკორუფციული და ორგანიზებული დანაშაული), ღია მმართველობა პარტნიორობის კრიტერიუმების შეფასება, სამუშaოს მეთოდოლოგიისა და სამოქმედო გეგმის შესწავლა, საჯარო დებატების ჩათვლით ღია მმართველობის შესახებ პარლამენტში.
• დაისვას ევროკომისიის საპარლამენტო კითხვები, რათა დაიწყოს დისკუსიები OGP-ს მმართველ კომიტეტთან ღია მმართველობის პარტნიორობაში ევროკავშირის ინსტიტუციური ჩართულობის შესწავლის მიზნით.


უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირს პირველად არ სთხოვენ ახლო ჩართულობის პასუხისმგებლობის აღებას და საბოლოო წევრობას ღია მმართველობის პარტნიორობაში. 2014 წლის ივლისში, ევროპულ არჩევნებამდე, ევროპის მასშტაბით 70-მდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მსგავსი მოწოდებები გააჟღერა ახალი ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიმართ. ახალი პარლამენტისა და კომისიის მიერ, გამჭვირვალობის შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ეროვნულ მთავრობებთან შედარებით, გაცილებით შორს არიან ევროპელი ამომრჩევლისგან. მაგალითად, „ღია ცოდნის“ ბოლო ანგარიშში „სად მიდის ევროპული ფული?“ ხაზგასმულია ევროპულ დაინტერესებულ მხარეთათვის იმის გაგების სირთულეები, თუ როგორ იხარჯება ევროკავშირის ბიუჯეტი.


გარდა ამისა, ევროკავშირის ჩართულობა ღია მმართველობის პარტნიორობაში არის ევროპის ომბუდსმენის რეკომენდაციაც. საინტერესოა ისიც, რომ წერილი ხაზს უსვამს ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილებას იმის შესახებ, რომ პარლამენტი თავად იქმნის ვალდებულებებს მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისთვის. მაგალითად, ხორვატიამ აიღო ვალდებულება გარე წევრების, როგორებიცაა მეცნიერები და ექსპერტები, პარლამენტის სამუშაო ორგანოებში ჩართვის შესახებ. ამ თვალსაზრისით, შეიძლება აღინიშნოს 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცებული ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა შემუშავებული იქნა პროექტ - „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“ ფარგლებში. პროექტი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობით ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024