აპლიკაციების მიღება IDFI-ის ტრენინგისთვის ელ-ჩართულობის შესახებ

სიახლეები | ტრენინგები 6 აგვისტო 2014

IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) აცხადებს განაცხადების მიღებას პროექტის „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“  ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგისთვის. 

 

თუ თქვენ :

  • ხართ სტუდენტი, ბლოგერი, სამოქალაქო აქტივისტი ან/და დამწყები ჟურნალისტი (18-დან 25 წლამდე);
  • გაინტერესებთ ელექტრონული მმართველობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების საკითხები;
  • მზად ხართ თავად დააკვირდეთ ხელისუფლების საქმიანობას და შეაფასოთ მოქალაქეებთან მათი კომუნიკაციის ხარისხი;
  • გაინტერესებთ ანალიტიკური საქმიანობა.

 

მაშინ საშუალება გეძლევათ:

  • გაიღრმავოთ ცოდნა შემდეგ საკითხებზე:

           1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული გამოთხოვნა;

           2. საჯარო დაწესებულებების მოქალაქეებთან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების (სოციალური ქსელები, ვებ-გვერდები, ელ- ფოსტა, სადისკუსიო ფორუმები) მონიტორინგი;

           3. მთავრობის საქმიანობის შეფასებისთვის ღია წყაროების გამოყენება.

  • პრაქტიკაში გამოიყენოთ მიღებული ცოდნა და მონიტორინგი გაუწიოთ სახელისუფლებო საკომუნიკაციო საშუალებებს, IDFI-ის გამცდილი ანალიტიკოსების მუდმივი კონსულტაციების დახმარებით;
  • მონაწილეობა მიიღოთ ტრენინგის შემდგომ დაგეგმილ ესსეების კონკურსში.

 

დამატებითი ინფორმაცია ტრენინგების შესახებ:

 

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. ტრენინგები ჩატარდება 14 სექტემბრიდან 26 სექტემბრის პერიოდში. თითოეული მონაწილე დაესწრება ერთდღიან ტრენინგს და მიიღებს პრაქტიკულ და თეორიულ ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და მის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობებზე. მონაწილეებს დაურიგდებათ ამ საკითხებზე მომზადებული საკითხავი მასალა. მიღებული თეორიული და პრაქტიკული უნარებით, მონაწილეები ტრენინგის შემდეგ თავად შეაფსებენ ხელისუფლების საქმიანობას, რის საფუძველზეც მოამზადებენ ანალიტიკურ სტატიებს და მონაწილეობას მიიღებენ ესეების კონკურსში. 

 

ესსების კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი და IDFI-ის სარეკომენდაციო წერილი. საინტერესო სტატიები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ-გვერდსა და ბლოგზე, რომელიც ეხება ელექტრონული ჩართულობის საკითხებსსამი გამარჯვებული დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით (Kindle).

 

აპლიკაციის შესავსებად მიყევით მოცემულ ბმულს

 

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 6 სექტემბერი, 2014

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ: info@idfi.ge

 

IDFI პროექტს - „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ - ახორციელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებას. კერძოდ, პროექტის ამოცანაა გაიზარდოს სტუდენტების, ახალგაზრდა აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების ცნობიერება იმ თანამედროვე მექანიზმების შესახებ, რომლებიც საჭიროა მთავრობის ანგარიშვალდებულების მისაღწევად და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან პირდაპირი კონტაქტის დასამყარებლად. 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024