ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის 2020 წლის მაჩვენებლები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 დეკემბერი 2020

Trace International-მა[1] 19 ნოემბერს ბიზნესში კორუფციის რისკის შესახებ ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ ბიზნესის კორუფციის რისკი 194 ქვეყანაში შეაფასა და ისინი 100 ქულიანი სისტემით შეაფასა, სადაც 100 ქულა კორუფციის მაღალ, ხოლო 0 ქულა კორუფციის დაბალ რისკზე მიუთითებს. 2020 წლის მონაცემების მიხედვით საქართველო 194 ქვეყანას შორის 28-ე ადგილზეა ბიზნესის კორუფციის რისკის 25 ქულით. 2019 წლის მონაცემებით 200 ქვეყანას შორის საქართველო 27-ე ადგილს იკავებდა 26 ქულით, რაც 2018 წლის მაჩვენებლების იდენტურია და გაუარესებულია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველო 200 ქვეყანას შორის 25-ე ადგილს იკავებდა 23 ქულით. ამ მონაცემებიდან ჩანს, ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესის კორუფციის რისკი ეტაპობრივად იმატებს. მართალია, ბოლო წელს აღნიშნული რისკი ერთი ქულით შემცირდა, მაგრამ საერთაშორისო რეიტინგში საქართველომ მაინც ერთი ადგილით უკან გადაინაცვლა.

 

 

საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კორუფციული რისკების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დანიაში აღინიშნა, შესაბამისად რეიტინგში ის პირველ ადგილზეა. ბიზნესის კორუფციის ყველაზე მაღალი რისკი კი ჩრდილოეთ კორეაში დაფიქსირდა, რომელიც 93 ქულით ბოლო - 194-ე ადგილს იკავებს.

 

Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკის მატრიცა კორუფციის ბუნებას შეისწავლის შემდეგი  ოთხი მიმართულებით:

 

1. კორუფციის შესაძლებლობის რისკი - საქართველოს ამ მიმართულებაში 17 ქულა აქვს და მასში მოიაზრება ბიზნესის ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლებისთვის ქრთამის გადახდის მოლოდინი და რეგულირების ტვირთი. შეფასებული ოთხი მიმართულებიდან საქართველოში ყველაზე დაბალი კორუფციული რისკი სწორედ კორუფციის შესაძლებლობაში დაფიქსირდა.

 

2. კორუფციული რისკების აღკვეთა გულისხმობს ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებას და საზოგადოების დამოკიდებულებას კორუფციის მიმართ. ამ მიმართულებაში საქართველოს კორუფციული რისკის მაჩვენებელი ოთხ მიმართულებას შორის ყველაზე მაღალია და 39 ქულით ფასდება.

 

3. გამჭირვალობის მიმართულებაში საქართველოს 26 ქულა აქვს მინიჭებული. ამ მიმართულებაში მოაზრება ხელისუფლების მმართველობითი ფუნქციების ღიაობის ხარისხი, სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობა და სიჯანსაღე.

 

4.  ზედამხედველობა მოიაზრებს მედიის ხარისხს და მის თავისუფლებას ისევე, როგორც საზოგადოების ჩართულობას. საქართველოს ამ სფეროში 28 ქულა აქვს.

 

განხილული მიმართულებიდან კორუფციის ყველაზე დაბალი რისკით შეფასდა და შესაბამისად, საქართველომ ყველაზე დაბალი შეფასება კორუფციის შესაძლებლობაში აიღო. კორუფციის ყველაზე მაღალი რისკის მქონედ შეფასდა და შესაბამისად, ყველაზე მაღალი ქულა კი კორუფციული რისკების აღკვეთაში დაფიქსირდა. რაც შეეხება გამჭირვალეობასა და ზედამხედველობას, აქ საქართველომ თითქმის თანაბარი ქულები აიღო(26-28 ქულა).

 

 

Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით ყველაზე დაბალი კორუფციული რისკის ქვეყნებია: დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, შვეიცარია, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ისლანდია. შესაბამისად, ეს ქვეყნები პირველ ათეულში შედიან. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს, საუკეთესო ქულა ჩეხეთის რესპუბლიკამ მიიღო და დაიკავა 38-ე ადგილი, ყველაზე მაღალი რისკი კი აზერბაიჯანში დაფიქსირდა და ის საერთაშორისო რეიტინგში 136-ე ადგილს იკავებს.

 

___

[1] Trace International არაკომერციული/არამომგებიანი ბიზნეს-ასოციაციაა, რომელიც 2001 წელს შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ მიზნით, რომ დახმარება გაუწიოს კერძო სექტორს (ბიზნეს კომპანიებს და დაკავშირებულ პირებს) ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებაში https://www.traceinternational.org/.

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024