საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 ივლისი 2015

17 ივლისს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდასაქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“.

 

სხდომაზე დავით უსუფაშვილმა „ღია მმართველობა პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობასა და „ღია პარლამენტის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა - „ შეგახსენებთ, ეს არის ის პროგრამა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება და საქართველოს მთავრობა აქტიურად არის ჩართული. საქართველოში იყო ძალიან სერიოზული წარმომადგენლობითი კონფერენცია თვენახევრის წინ. პარლამენტი ჩართულია ამ პროცესში. ჩვენ, ჩილეს პარლამენტთან ერთად ვართ ერთ-ერთი მოწინავე პარლამენტი ამ ნაწილში. სექტემბერში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში, მერე მექსიკაში მსოფლიო ფორუმია ამ საკითხებზე. ასევე პარლამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც დარიგებულია. ამაზე იყო მსჯელობა რამოდენიმეჯერ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენბლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. გეგმა არის საკმაოდ ამბიციური, მაგრამ მემგონი საკმაოდ მნიშვნელოვანი. სწორედ იმ ტემპებშია რა ტემპებითაც გვინდა ქვეყნის მოდერნიზაცია, ევროპული სტანდარტები და ა.შ. პარლამენტმაც ფეხი უნდა ავუწყოთ ამ ტემპს. საუბარია ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებზე იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობა უბრალოდ გამჭვირვალე კი არ იყოს საზოგადოებისთვის, არამედ უკეთ გასაგები იყოს საზოგადოებისთვის“, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“ შემუშავდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“ შედეგად, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით. საკუთრივ აღნიშნული პროექტის არის ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროგრამის „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“ ნაწილი. 


„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“ შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფისა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის აქტიური მონაწილეობისა და მუშაობის შედეგად.


საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები არიან: თინათინ ხიდაშელი (რომელიც შემდეგ შეცვალა თამარ კორძაიამ), გუგული მაღრაძე, მალხაზ ვახტანგაშვილი, გიორგი კახიანი, გიგა ბუკია, ნინო გოგუაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ვახტანგ ლემონჯავა, დავით ჭავჭანიძე, გოჩა ენუქიძე და კახაბერ ოქრიაშვილი.


საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმა, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ჯამპსტარტ ჯორჯია, ევროპის საბჭო და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.


„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ დამტკიცებით საქართველო შეუერთდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) წევრ სახელმწიფოთა იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც აქვთ შემუშავებული საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა.


ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება გამჭვირვალობის, მოქალაქეების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ინიციატივა ასევე გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას იმისათვის, რომ მთავრობები უფრო ღია, ეფექტური და ანგარიშვალდებული გახადოს, რაც მოიტანს საზოგადოებრივი რესურსების უფრო ეფექტიან მართვას, ინოვაციებსა და ინკლუზიურ განვითარებას.


„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“ შედგება 18 ვალდებულებისაგან და გათვლილია 2015-2016 წლებზე. სამოქმედო გეგმის მიზანია გააძლიეროს მოქალაქეთა ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში, გაზარდოს საქართველოს პარლამენტის ანგარიშვალდებულება და საპარლამენტო დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობა. სხვა ვალდებულებებთან ერთად, აღნიშნული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს „ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს“ შექმნას, რომელიც უნდა დაარსდეს მოქმედი ინტერფრაქციული ჯგუფის საფუძველზე. საპარლამენტო საბჭოს დახმარებას გაუწევს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისგან დაკომპლექტებული „საკონსულტაციო საბჭო“. საპარლამენტო საბჭოს ერთერთი ფუნქცია იქნება უკვე დამტკიცებული „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ მონიტორინგი.

 


/public/upload/pdf/Parlament_Action_Plan_GEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024