საქართველოს ფართოზოლოვანი განვითარება და საქართველო 2020-ის მიზნების რეალიზაციისთვის განსაზღვრული აქტივობები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 21 ოქტომბერი 2015

ავტორი: უჩა სეთური

სტატია დაიწერა პროექტ "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში და გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე "საქართველო 2020".

 

2014 წლის ბოლოს, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სწრაფი ინტერნეტ ქსელით დაფარვის პროგრამა დაანონსდა და მისი რეალიზაციის მიზნით გარკვეული აქტივობები დაიწყო. პროცესის შედეგების სახით დასახელდა ზოგადი გეგმები და ამბიციური ამოცანები. პროცესს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“, ხოლო პროექტის უშუალო შემსრულებელია ააიპ „OpenNet“, რომლის დამფუძნებელია სახელმწიფო.


2015 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის ინციატივით შემუშავდა და გამოქვეყნდა გეგმა - „ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს“. გეგმის თანახმად, 2020 წლისათვის დაგეგმილი იყო საქართველოს დაფარვა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელით, უზრუნველყოფილი ღია დაშვებით ყველა დაინტერესებული მხარისთვის. აღნიშნული გეგმის შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობას უნდა მიეწოდოს სწრაფი ინტერნეტი 30 მბ/წმ სიჩქარით, ხოლო მოსახლეობის 50% უნდა იყოს უზრუნველყოფილი 100 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტით. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება „ფონდი ქართუ“-ს მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, რომლის ოდენობა, დაუზუსტებელი მონაცემებით, 200 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

 

ვფიქრობთ, რომ ინტერნეტიზაციის სტრატეგიის გააზრებისთვის გაანალიზებული უნდა იყოს გაეროს ათასწლეულის გამოწვევის მიზნები:


- უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა - GDP-ს ზრდა , სამუშაო ადგილების და შემოსავლის ზრდა, დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა მთელს მსოფლიოში;
- უნივერსალური კომპიუტერიზაცია, მინიმალური შეერთების პარამეტრების დადგენა, ელექტრონული განათლების სისტემის დანერგვა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა;
- ინტერნეტთან კავშირის გაზრდა, ე.წ. Tele-working-ის და distance working-ის რეგულაცია, ჯანდაცვითი საკითხები;
- ფართოზოლოვანი კავშირით და აპლიკაციებით დრაივერების კონტროლი, ასევე ონლაინ კონტროლი პრობლემური მიმართულებების კონკრეტული ქვეყნის გამოწვევების მიხედვით, ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა;
- კომერციული სერვისების გაზრდა და ე.წ. ფართოზოლოვანი ხიდების, ელექტრონული კომერციის მოცულობის ზრდის და სხვა მიმართულებით, მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება განვითარებისთვის;
- ფართოზოლოვანი განვითარება სახელმწიფო და კომერციული ონლაინ სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობისათვის, მედიის ხელმისაწვდომობის, სხვადასხვა სოციალურ პროექტებში ჩართულობის ამაღლებისთვის და სხვა.

 

პროექტის იდეის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის რეალიზაციაზე დიდწილადაა დამოკიდებული ინტერნეტთან მიერთებული ბოლო მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა და მათთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინტერნეტ ქსელთან და ინტერნეტში არსებულ კომერციულ სერვისებთან. ამ ეტაპისთვის უმთავრეს გამოწვევად უნდა ჩაითვალოს მოქალაქეების სათანადო წვდომა სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ ელექტრონულ სერვისებთან, რადგან სწორედ რეგიონული ცენტრებიდან და ქალაქებიდან დაშორებული მოქალაქეებისთვის არის მოსახერხებელი ელექტრონული სერვისებით სარგებლობა.

 

პროექტის რეალიზაციის კუთხით კითხვები მრავალგვარია და სხვადასხვა შრეებისგან შედგება. ქსელის აგება და მისვლა ყველა ოჯახამდე ოპტიკური მაღალსიჩქარიანი ქსელით არ ნიშნავს ინტერნეტიზაციის ამოცანის გადაწყვეტას. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რეგიონებში, ასევე ქალაქებში, სადაც მეტნაკლებად არსებობს ფართოზოლოვან ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა, ფასის, ტერმინალების არარსებობის, შემოსავლების სიმცირის და სხვა რამდენიმე ფაქტორის გამო ვერ და არ სარგებლობენ ამ სერვისებით.

 

ბაზრის SWOT ანალიზი არც თუ ისე მარტივი საქმეა, თუმცა ამ ეტაპისთვის მათი ნაწილის ჩამოყალიბება ვფიქრობთ, რომ ამგვარად უნდა მოხდეს:

 

ძლიერი მხარეები:

• მცირე დასაფარი ტერიტორია;
• ქალაქებში განვითარებული ფართლზოვანი ინფრასტრუქტურა;
• მობილური ტექნოლოგიების და ქსელის განვითარების მაღალი დონე;
• ოპტიკური მაგისტრალური ქსელი;
• ევროკავშირის მოთხოვნებთან დიდწილად ადაპტირებული კანონმდებლობა;
• ფართოზოლოვანი ინტერნეტი, მომხმარებლების რაოდენობის სტაბილური ზრდა და მიგრაცია ოპტიკური ტექნოლოგიისკენ;
• ელექტრონული სახელმწიფის მიმართულებით დაანონსებული ღონისძიებების მასშტაბები; • ელექტრონული კომერციის ბაზრის და მულტიმედიურ სერვისებზე მოთხოვნის სტაბილური ზრდა;
• ITU- ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მაჩვენებლების დადებითი ტენდენცია
• ნაწილობრივ დარეგულირებული ბაზრები;
• ქვეყნის ტრანზიტული ფუნქცია.

 


სუსტი მხარეები:

• საინვესტიციო ხარჯების სიმცირე რეგიონებში და რეგიონების ფართოზოლოვანი ჩამორჩენა;
• რთული გეოგრაფიული რელიეფი;
• მონოპოლისტების არსებობა და შესაბამისი რისკები ბაზარზე;
• სახელწმიფოს ელექტრონული სერვისების ერთიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არარსებობა;
• ფართოზოლოვანი ინტერნეტის დაბალი მოთხოვნა და შემოსავლები რეგიონებში;
• მოსახლეობის დაბალი ფართოზოლოვანი ინფორმირებულობა;
• არალეგალური კონტენტი, ქსელის და მომხმარებლის კიბერუსაფრთხოების დაცვის, მისი საჭიროების აღქმადობის დაბალი დონე;
• ტერმინალური მოწყობილობების კონცენტრაციის პრობლემები;
• ინფრასტრუქტურული არაკოორდინირებული განვითარება, ინფრასტრუქტურის დუბლირება და დაშვების ფასი;
• ელექტრონული სერვისების მიმართ მოსახლეობის დაბალი ნდობა და დაბალი მოხმარება.

 

სამწუხაროდ, ამგვარი პრობლემის ჩამოთვლა საკმაოდ იოლია, განსაკუთრებით საქართველოს მოსახლეობის GDP-ს და სხვა გარემოებებზე დაყრდნობით. თუმცა, უმთავრესი პრობლემებიდან ორი საკითხის გამოყოფა მიგვაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად. პირველი შეეხება საქართველოს ინტერნეტიზაციის სტრატეგიის არარსებობას და მეორე - საქართველოს ინტერნეტიზაციის გეგმის რეალიზაციის შედეგად, შეიძლება წარმოიშვას ბაზარზე მოქმედი ოპერატორების განვითარების შემაფერხებელი ხელშესახები პრობლემები.

უდავოა, რომ შეუძლებელია პროექტის რეალიზაციაზე ვილაპარაკოთ კონკრეტულ დროში და გავითვალისწინოთ მისი შედეგები, თუ არ მოხდება ბაზრის SWOT ანალიზის და ბოლო მომხმარებლის მხარეს არსებული პრობლემების გააზრება და მათი გადაწყვეტისათვის რეალური ღონისძიებების განსაზღვრა. გარდა სტრატეგიის დამტკიცებისა, აუცილებელია მოხდეს სამოქმედო გეგმის და მისი რეალიზაციის დროის განსაზღვრა. სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე აღნიშნული დოკუმენტები დამტკიცებული და გამოქვეყნებული არა არის და ეს აძნელებს როგორც ადვოკატირების, ასევე რისკების შეფასების პროცესს.

 

ეროვნული ფართოზოლოვანი გეგმის არარსებობით გამოწვეული პრობლემები შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს:


- ერთიანი გეგმის და კოორდინაციის არარსებობა;
- პროცესის მიმართ ნდობის ნაკლებობა;
- კორუფციის და არაკონკურენტული ბაზრის მაღალი რისკები;
- პროცესის მონიტორინგის შეუძლებლობა და მისი ჩავარდნის და ხარვეზების წინასწარ შეფასების, ასევე შედეგების არაპროგნოზირებადობა;
- რესურსების დუბლირება და არაეფექტური ხარჯვა, ცალკეული უწყებების ინფრასტრუქტურული და პროგრამული პროექტების სიძვირე;
- რეგიონების და სოციალურად დაუცველი, ასევე მცირე შემოსავლიანი მოქალაქეების და ბიზნეს ორგანიზაციების დისტანცირება;
- გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი საინვესტიციო გარემო.

 

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი პრობლემად უნდა გამოიყოს ინტენრეტ ბაზრის მოთამაშეებზე და ზოგადად ინტერნეტ ბაზარზე სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი აქტივობების გავლენა. ზოგადად სახელმწიფო ჩარევა და მისი ინტერვენცია ევროკავშირის მიერ მკაცრად კონტროლდება, რადგან მოიცავს მნიშვნელოვან რისკებს კონკურენციის ხელყოფის და ბაზარზე არაჯანსაღი რყევების გამოწვევის გამო. სსიპ „საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს“ მიერ გამართულ შეხვედრებზე როგორც მსხვილი საქსელო პროვაიდერების, ასევე საშუალო და მცირე ინტერნეტ პროვაიდერების მიერ სახელდება შემდეგი გამოწვევები:


- ახლად შექმნილი ოპერატორი - „OpenNet“ , ხომ არ იქნება კონკურენტი ბოლო მომხმარებლისთვის ე.წ. „ბოლო მილის“ ნაწილზე და ხომ არ აპირებს მომსახურების მიწოდებას თავად, თუნდაც სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის და ამგვარი ინტერვენცია ხომ არ გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას?
- როგორ მოხდება ტრანზიტული ქსელის შესაბამის რესურსებთან ან ელემენტებთან დაშვების ტარიფების შემცირება, რადგან სწორედ ტრანზიტული, ანუ ინტერნეტის რეგიონებში „ჩასატანად საჭირო მოცულობებზეა, მათი მოსაზრებით დამკვიდრებული მაღალი ფასი“;
- ხომ არ მოხდება ახლად შექმნილი ააიპ-ის გარდაქმნა კომერციულ იურიდიულ პირად, მაგალითად შპს-დ?
- როგორ მოხდება სხვა, ბოლო მომხმარებლებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა სახელმწიფო გეგმის რეალიზაციის ფარგლებში?
- როგორო იქნება საოპერაციო ხარჯები და ახლად შექმნილ ქსელებთან დაშვების ტარიფები?

 

კითხვები მრავალგვარია და მათზე ამ ეტაპზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან სამწუხაროდ არ არის დადებული სახელმწიფო სტრატეგია, გეგმა და ამ გეგმის რეალიზაციის ვადები და სავარაუდო შედეგები. ფაქტია, რომ სწორედ ამ გეგმის დაანონსების შემდგომ დაიწყო აბონენტების რაოდენობით სიდიდით მეორე ოპერატორის - კავკასუს ონალინის აქტივების გაყიდვის ან კომპანიაში წილის გაყიდვის პროცესები, ასევე სიდიდით მეორე მობილური პროვაიდერ ჯეოსელში - სკანდინავიური „თელიასონერას“ წილების გაყიდვის პროცესები.

 

გარდა აღნიშნულისა, ვფიქრობთ, რომ ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ბაზრებზე ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული და შენარჩუნებული მდგომარეობა დიდიწილად არა სახელმწიფოს მიერ პროცესის სუბსიდირების, არამედ სათანადო კონკურენტული გარემოს ჩამოუყალიბებლობის ბრალია მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლიდან ეს რეგულაციები საკანონმდებლო დონეზე არსებობდა.

 

ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სტრატეგიის და მისი რეალიზაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების ალტერნატივა, სათანადო აქტივობები მხოლოდ მათი დამტკიცების და შედეგების წინასწარ გააზრების შემდგომ უნდა მოხდეს. აუცილებელია საკონსულტაციო პროექტის წარმოდგენა და გეგმის რეალიზაციის დაწყება მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის და ექსპერტების მოსაზრებების შეგროვების შემდგომ, რადან სრული კონსესუსი არის გარანტია იმისა, რომ ძალიან კარგი და აუცილებელი ინიციატივა მაღალ დონეზე და ხარვეზების გარეშე განხორციელდეს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ვფიქრობთ, რომ მოცემული ეტაპისთვის რეკომენდაციები შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს:

 

• დაინტერესებული პირების ჩართულობა;
• ერთობლივი კომისიის შექმნა ფართოზოლოვანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის და მისი რეალიზაციის ზოგადი გეგმის შესამუშავებლად;
• საქართველოს გრძელვადიანი განვითარების ფართოზოლოვანი სტრატეგიაში ასახული უნდა იყოს როგორც ყველა სახელმწიფო უწყების და ორგანიზაციის, ასევე კერძო სექტორის ინტერესებში შემავალი მიმართულების განვითარების გრძელვადიანი მიზნები;
• გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე;
• თითოეულ მიმართულებაზე და აქტივობაზე უნდა განისაზღვროს პასუხისმგებელი უწყება და უნდა მომზადდეს კვარტალური ღია ანგარიშები გეგმის და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ;
• გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს საკონსულტაციო დოკუმენტის წარმოდგენით ღია და დახურულ ჯგუფებში განსახილველად;
• პროცესში უშუალოდ უნდა ჩაერთოს კომერციული სექტორი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება და ყველა დაინტერესებული პირი;
• პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე და ყველა მომზადებული დოკუმენტის გეგმა და პროექტი ასევე უნდა იყოს ღია კრიტიკისთვის, შენიშვნებისთვის და წინადადებებისთვის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024