პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მოკლე მიმოხილვა

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | ანალიზი | ანგარიში 27 მაისი 2021

2020-2021 წლებში, ალბათ, არცერთი ანგარიშის  შესავალი არ დაწერილა კოვიდ-19-ის ხსენების გარეშე. როგორც ყველგან, გლობალურმა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა  შეზღუდვებმა, საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, გავლენა იქონია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობაზესაქართველოში, შეაფერხა მოსალოდნელი საკანონდებლო ცვლილებების მიღებისა  და საქართველოს მთავრობის ვალდებულებების შესრულების პროცესი. 

 

ანგარიშში შეფასებულია პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული მთავარი პრიორიტეტების დანერგვისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესი. დოკუმენტში ასევე მოცემულია ძირითადი მიღწევები და გამოწვევები, ცვლილების შესაძლო გზები და რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ასოცირების შეთანხმების მე-14 მუხლი წარმოადგენს მხარეთა თანამშრომლობის მყარ საფუძველს ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის. ასოცირების დღის წესრიგის საშუალოვადიან პრიორიტეტებში შედიოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილების გაძლიერება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ სამართლებრივი ჩარჩოს ყველა სექტორში დანერგვის  უწყვეტი გაგრძელება, საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის უახლეს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. მსგავსი პრიორიტეტები აისახა მთავრობის სამოქმედო გეგმაში, ევროპის საბჭოს 108+ კონვენციასთან და ევროკავშირის GDPR-თან შესაბამისობაზე მკაფიო მითითებით.

 

პირადი ცხოვრება კვლავ ის სფეროა, რომელიც მუდმივ და გაძლიერებულ ყურადღებას მოითხოვს. ყველა ბრალდება ფარულ მიყურადებასა და თვალთვალზე, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციით შანტაჟზე დროულად და ეფექტურად უნდა იქნას გამოძიებული და სასამართლოს მიერ განხილული. სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება 2015-2017 წლებში დაიწყო. საქართველოს სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს პროკურატურას უზრუნველყოს  პროცესის გამჭვირვალობა, რათა შესაძლებელი იყოს გამოძიების ეფექტურობის ობიექტური შეფასება.

 

108+ კონვენციის დროული ხელმოწერა და რატიფიცირება ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს პირველ რიგში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ამასთან, გასათვალისწინებელია სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, საერთაშორისო და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობები.

 

108+ კონვენციის დროული ხელმოწერა და რატიფიკაცია, GDPR- ის და კონვენციის დებულებების შესაბამისი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიღება და ეფექტიანი  აღსრულება, ადამიანის უფლებებსა და შეპირისპირებულ ინტერესთა შორის ბალანსის უზრუნველყოფა განიხილება ცვლილების მამოძრავებელ ფაქტორებად, რომლებიც  გააძლიერებს საჯარო და კერძო სექტორებში მონაცემთა დაცვის ეფექტურობას, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებებს, ასოცირების შეთანხმებისა და ადამიანის უფლებათა სტრატეგიის პრიორიტეტების განხორციელებას.

 

 

/public/upload/Analysis/GEO - brief_overview_of_recent_developments_in_the_field_of_personal_data_protection.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024