კვლევის პრეზენტაცია - საჯარო მმართველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და საქართველო

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 11 ნოემბერი 2021

2021 წლის 10 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლევის „საჯარო მმართველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და საქართველო“ პრეზენტაცია გამართა.

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართვისა და ადამიანური კაპიტალის პროგრამის გუნდის ხელმძღვანელმა, კოლომბ დე მერსემ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, ვახუშტი მენაბდემ.

 

კვლევა ფარავს პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის, ანგარიშვალდებულების, სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებებს.  კვლევის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული მიმართულებებით წარმატებული ევროპული ქვეყნების მოდელების შესწავლა და მათი საჯარო მმართველობის სისტემების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

 

კვლევის ფარგლებში ასევე გაანალიზდა საქართველოს საჯარო მმართველობის სისტემა და ზემოაღნიშნულ მიმართულებებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები.

 

„საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით მოვამზადეთ დამატებითი რეკომენდაციები, რაც ვფიქრობთ, დაეხმარება საქართველოს მთავრობას, რომ უფრო ეფექტიანად განახორციელოს საჯარო მმართველობის რეფორმა.“ - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა

 

კვლევის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ანალიტიკური სტატიების კონკურსის „საჯარო მმართველობის რეფორმა  საქართველოში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონკურსი მიზნად ისახავდა საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და პრობლემურ საკითხებზე დისკუსიების წახალისებას.

 

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 30-მდე მონაწილემ, რომელთაგან საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლინდა სამი გამარჯვებული:

 

პირველი ადგილი: ნიკა ხომასურიძე - „პოლიტიკური დაფინანსების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გამოწვევები საქართველოში“

 

მეორე ადგილი: ბაჩო ბითარი ხუროშვილი - „სამოხელეო პოლიტიკისა და საჯარო სამსახურის გამოწვევები საქართველოს საჯარო მმართველობის სისტემაში“

 

მესამე ადგილი: ნინო ტაგანაშვილი -„ციფრული სერვისები, როგორც სახელმწიფოს, ბიზნესსა და მოქალაქეებს შორის ინტერაქციის პირდაპირი საშუალება MY.GOV.GE-ს მაგალითზე“

 

გამარჯვებული სტატიები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებგვერდსა (www.IDFI.ge) და სოციალურ გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.

 

გაეცანით კვლევას აქ

იხილეთ პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწქრი აქ

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024