ბარაკ ობამამ თავის განცხადებაში OGP-ს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 18 ნოემბერი 2013

17 ნოემბერი იყო საქართველოს ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის თარიღი, რომელმაც 27 ოქტომბერს გაიმარჯვა მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების შედეგად. ამ დღეს გავრცელდა სხვადასხვა უცხო ქვეყნის ლიდერების განცხადება, რომლებიც გამარჯვებას ულოცავდნენ გიორგი მარგველაშვილს. მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა. მან განცხადებაში ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველომ  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიცადა. მიღწევებს შორის მან დაასახელა საქართველოს მონაწილეობა „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP): „საქართველო აგრძელებს წარმატებების მიღწევას დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით. ამ მიღწევებს შორისაა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში აღებული ვალდებულებები, ქალთა დაწინაურება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, და საქართველო განაგრძობს სვლას ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის ”.

OGP ბარაკ ობამამ წამოიწყო, როდესაც 2010 წლის 23 სექტემბრის მიმართვაში გაეროს გენერალურ ასამბლეას  მოუწოდა ჩამოეყალიბებინათ „კონკრეტული ვალდებულებები გამჭვირვალობის ხელის შეწყობისთვის” და მიიწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები შეერთებოდნენ მას დემოკრატიული მთავრობების ღიაობის დონის გაზრდაში, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაში. თავის განცხადებაში ობამამ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა გაეგრძელებინათ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა მეტი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის განვითარების მიზნით.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მართლაც ძალიან აქტიური იყო „ღია მმართველობის პარტნიორობასთან“ დაკავშირებულ ყველა პროცესში. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G-3) პროგრამის მხარდაჭერით, OGP-ის სამოქმედო გეგმის შექმნისა და გაუმჯობესებისთვის, IDFI თანამშრომლობდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იუსტიციის სამინისტროსთან, აწოდებდა მთავრობას რეკომენდაციებს და ეხმარებოდა მას მათ იმპლემენტაციაში, რამაც, თავის მხრივ, საქართველო OGP-ის ფარგლებში მიღწეულ წარმატებამდე მიიყვანა.    

საქართველოს წარმატების საუკეთესი მაგალითია ის ფაქტი, რომ ახლახან ძალაში შესული პროაქტიული გამოქვეყნების კანონმდებლობა შერჩეული იქნა ერთ-ერთ კანდიდატად Bright Spots Prize-ის მისაღებად ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში, რომელიც 31 ოქტომბერს-1 ნოემბერს გაიმართა. პროექტი სამიტზე IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა წარადგინა. მან სამიტზე ისაუბრა საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში  საქართველოს წარმატების შესახებ.  

პრეზიდენტ ობამას განცხადების სრული ვერსიის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე.


 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024