კოალიციის განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაზე

განცხადებები 30 მაისი 2017
 
 
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის შეშფოთებულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ,,გაუჩინარებით", რომელიც უკვე 2 წელია საქართველოში ცხოვრობს.
 
საგულისხმოა, რომ საქართველოში ცხოვრების პერიოდში აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენ და დისტანციურად მუშაობდნენ meydan.tv -სთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სულ ბოლოს ისინი ილჰამ ალიევის ოჯახის ოფშორული ბიზნესის შესახებ ამზადებდნენ საგამოძიებო მასალას.
 
უკანასკნელი ცნობებით, ჟურნალისტი ბაქოში იმყოფება და ადვოკატებს დახმარებას სთხოვს, მაშინ როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვს აღძრული.
 
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად გასცეს პასუხი საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს, მათ შორის თუ როგორ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი თბილისის ცენტრიდან გაუჩინარებულმა ჟურნალისტმა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით თან არ ჰქონდა პასპორტი.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

11.08.2025

ნარატივი, როგორც საზღვარი: რუსეთის ფსიქოლოგიური ოპერაციების სტრატეგიის შეფასება

08.08.2025

დამალული სასამართლო სტატისტიკა

04.08.2025

ცენტრალურ აზიამდე თუ რუსეთში? - ავტომობილების რეექსპორტის რეკორდული ზრდა

30.07.2025
განცხადებები

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024