IDFI-ის მიერ ჩატარებული ცნობიერების ამაღლების აქტივობები 2012 წელს

ცნობიერების ამაღლება 28 აპრილი 2014

2012 წლის განმავლობაში IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ცნობიერების აქტივობები გაფართოვდა და მოიცვა ისეთი სფეროები, როგორიცაა ინფორმაციის უსაფრთხოება, ელექტრონული მმართველობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პროაქტიული გამოქვეყნება, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება;

 

2012 წლის 29 თებერვალს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკა Google-ის მომხმარებლებისთვის, რომელიც გულისხმობდა ერთი დოკუმენტის შექმნას, რომლითაც უფრო ადვილი გახდება Google-ის სხვადასხვა პროდუქტების ინტეგრაცია და მიწოდებული სერვისების მორგება მომხმარებელზე; მიუხედავად მომხმარებლებში გაჩენილი საშიშროებებისა პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, Google შეძლებს მომხმარებელთა მონაცემების დაცვას სპეციალური მექანიზმებით;

 

ელექტრონული მმართველობისა და ინფორმაციის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, პროექტის „ელექტრონული მმართველობის განვითარება საქართველოში“ განხორციელდა რამდენიმე ტიპის აქტივობა, მათ შორის დისკუსია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ინფორმაციის გამჭვირვალობის, ელექტრონული მმართველობის განვითარების და ასევე, მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებს.

 

2012 წლის 6 ივლისს მასმედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა სემინარი თემაზე - „ინფორმაციის თავისუფლება და საჯარო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა“. IDFI-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ინფორმაციის თავისუფლების ისტორიაზე, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კანონმდებლობაზე და თანამედროვე ტენდენციებზე.

 

2012 წლის 27–28 ივლისს,“დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” (G-3)” ფარგლებში ჩატარებულ სემინარში ინფორმაციის თავისუფლების და საჯარო დაწესებულებებში დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმაც მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების განხილვა საჯარო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის.

 


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა -www.opendata.ge“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე დასახელდა პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ IDFI-ის ორგანიზებით პროექტის „სტალინის სიები საქართველოზე“ ფარგლებში მოეწყო გამოფენა - 1937-1938 წლების რეპრესიები: „სტალინური სიები“ საქართველოზე გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1937–1938 წლებში საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ამსახველი უნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალა, რომელიც IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მისი ანალიტიკური დეპარტამენტის, საზოგადოება „საქართველოს მემორიალის“ არქივებში და ასევე რეპრესირებულთა ოჯახებში მოიძია.


2012 წლის განმავლობაში IDFI-ის ანალიტიკოსებმა ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მოამზადეს ისეთი სახელმძღვანელოები, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლება (გზამკვლევი), შენი უფლებაა იცოდე (პრაქტიკული საკითხავი მასალა);

გზამკვლევი ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკულ მაგალითებს და მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირებს მისცეს სათანადო თეორიული ცოდნა, დაეხმაროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მართებულ გაგებასა და გამოყენებაში. გზამკვლევი სასარგებლო იქნება, როგორც ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ასევე ზოგადად მკითხველთა ფართო წრისთვისაც.

პრაქტიკული საკითხავი მასალა კი მომზადდა პროექტის "შენი უფლებაა იცოდე" ფარგლებში. მასალაში მოკლედ და გასაგებადაა ასახული საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები და შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირველად აქვს შეხება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან და ძირითად ცნებებში გარკვევა სურს.

 

2012 წლის განმავლობაში, IDFI-ის ცნობიერების ამაღლების აქტივობები მიზნად ისახავდა ინფორმაციის მიწოდებას ორგანიზაციის საქმიანობის და უკვე დანერგილი პრაქტიკის თაობაზე;

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024