IDFI-ის მიერ ჩატარებული ცნობიერების ამაღლების აქტივობები 2011 წელს

ცნობიერების ამაღლება 28 აპრილი 2014

2011 წლის განმავლობაში IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ცნობიერების ამაღლების აქტივობებმა რამდენიმე სფერო მოიცვა: საქართველოს მდგომარეობის შეფასება ელექტრონული მმართველობის თვალსაზრისით, არქივების გამჭვირვალობა, ინფორმაციის თავისუფლება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

 

2011 წლის 25 მარტს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ოფისში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ საზოგადოებას წარუდგინა საარქივო დოკუმენტების კოლექცია, რომელიც ეხებოდა 1956 წლის წლის 5-9 მარტს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პროექტი განხორციელდა IDFI-ის ექსპერტთა ჯგუფის მიერ, შსს-ს საარქივო სამმართველოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსთან თანამშრომლობითა და შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით;

 

29-31 ივლისს IDFI-მ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას ინფორმაციის თავისუფლების თემატიკისადმი. კონფერენციაზე ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ადვოკატები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, აშშ-დან, რუსეთის ფედერაციიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან განიხილავენ ინფორმაციის თავისუფლების სფეროში არსებულ საერთო პრობლემებსა და მიღწევებს.

 

2011 წლის 7 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა ხარაგაულში და შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრნენ საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხებისა და ინსტიტუტის პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცამთა ბაზის -www.opendata.ge“-ს შესახებ ესაუბრნენ; დისკუსიის დროს ყურადღება დაეთმო IDFI-ის სამუშაო პრაქტიკიდან გამომდინარე საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. დაისახა საერთო სტრატეგია და კონკრეტული ნაბიჯები და ღონისძიებები ამ მიმართულებით და ასევე, ერთობლივი საქმიანობა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ელექტრონული მმართველობის მსოფლიო რეიტინგში (განსაზღვრულია რამდენად ხელმისაწვდომია მოქალაქეთათვის სახელმწიფო უწყებების ელექტრონული მომსახურეობა) პირველად მოხვდა და 50-ე ადგილი დაიკავა; 

 

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას ის, რომ IDFI-ის ცნობიერების ამაღლების აქტივობების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ცოდნისა და გამოცდილების სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თუ ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება, საქართველოს მდგომარების შეფასება საერთაშორისო კვლევების მიხედვით;

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024