IDFI-ის მიერ ჩატარებული ცნობიერების ამაღლების აქტივობები 2010 წელს

ცნობიერების ამაღლება 28 აპრილი 2014

2010 წლის განმავლობაში IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ცნობიერების ამაღლების აქტივობების ფარგლებში ფართო საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ელექტრონული მმართველობა;

 

2010 წლის 23-26 ოქტომბერს IDFI-ის ანალიტიკოსებმა მონაწილეობა მიიღეს პირველ საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველო მე-20 საუკუნეში: საქართველოს უშიშროების არქივების მიხედვით“. კონფერენციის განმავლობაში მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არქივების გახსნილობა, საბჭოური პერიოდის არქივები, საარქივო დოკუმენტები და რაც მთვარია, ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩატარებული სამეცნიერო კვლევები;

 

2009 წლის 18 ივნისს ნორვეგიაში ევროსაბჭოს 47 წევრიდან თორმეტმა ხელი მოაწერა ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის კონვენციას, რომელიც ადგენს სამართლებრივ ბაზისს და უზრუნველყოფს მინიმალურ სტანდარტებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის. მიუხედავად ხელშეკრულების მიმართ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების არსებობისა, ხელმომწერი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ მოცემული ხელშეკრულების რატიფიცირებას.

 

პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა საჯარო ინფორმაციის რეესტრი“ ფარგლებში 2010 წლის 22 ოქტომბერს, IDFI-მ ჩაატარა ტრენინგი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თაობაზე. ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საჯარო პროცედურების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

 

საერთაშორისო კონფერენციის "ინფორმაციის თავისუფლება კავკასიის რეგიონში" (8-11 მაისი, 2009 წელი) ფარგლებში მონაწილე ქვეყნებმა (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) არსებული პრობლემების სიმრავლიდან გამომდინარე და მათ გადასაჭრელად გამოკვეთეს ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და ეფექტური ქსელის შექმნის აუცილებლობა.

 

საერთაშორისო გამოცდილების თვალსაზრისით, საინტერესოა რუსეთის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2009 წლის კვლევა თემაზე “ინფორმაციის გახსნილობის შეფასება ოფიციალურ ვებ-საიტებზე, რომლებიც აქვეყნებენ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვებზე”. როგორც კვლევაში იყო აღნიშნული, 2009 წლისთვის სახელმწიფო შესყიდვების რაოდენობა შეიძლება 4 ტრილიონ რუბლს აღწევდეს. დღეს ინფორმაცია ყველა სახელმწიფოს მიერ ჩატარებულ ტენდერზე და აუქციონზე უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ვებ-საიტებზე იმისათვის, რომ მოიზიდონ მეტი პოტენციური მონაწილე და შეიქმნას ეფექტური კონკურენცია; ამის შედეგად, მოხდება დანახარჯების ოპტიმიზაცია და კორუფციის დონის კლება.

 

ინფორმაციის თავისუფლებისა და ელექტრონული ჩართულობის კუთხით საქართველოს მდგომარეობის შესახებ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ისეთი ცნობილი გამოცემების მონაცემები, როგორიცაა Freedom House, კავკასიის ანალიტიკური დაიჯესტი, გაეროს კვლევა ელექტრონული მმართველობის შესახებ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე;

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, 2010 წლის განმავლობაში ცნობიერების ამაღლების აქტივობები მიზნად ისახავდა როგორც ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობას, აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა სემინარებსა თუ კონფერენციებში მონაწილეობას, ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველოს მდგომარეობის შეფასებას და გაცნობას ფართო აუდიტორიისთვის;

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024