საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების სტატისტიკა (2014-2017)

პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 22 ივნისი 2018

IDFI-ის მიერ მომზადებული სტატისტიკური ანალიზი, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხს ეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშსა და IDFI-ის მიერ სააგენტოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას. კვლევის ფარგლებში დამუშავდა 2014-2017 წლების მონაცემები.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2014-2017 (9 ოქტომბრამდე) წლებში საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით 16,463 ადამიანს მიენიჭა, საიდანაც 82% საქართველოსთან კავშირის მქონე პირი იყო.


- ბოლო 4 წლის განმავლობაში მინიჭებული მოქალაქეობების რაოდენობა ყოველწლიურად სტაბილურად 4,200-4,600 შორის მერყეობდა.

 

-  2014-2017 (9 ოქტომბრამდე) წლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ჯამში 23,646 საქმე განიხილა. დადებითი რეკომენდაცია გაიცა 70% შემთხვევაში.

 

-  2014-2017 წლებში (17 ნოემბრის მდგომარეობით) მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეებზე გაიცა (61%); ამას მოსდევდა აშშ (7%), სომხეთი (6%), საბერძნეთი (4%), ისრაელი (4%), უკრაინა (4%), თურქეთი (2%), ირანი (1%). დანარჩენი 11% კი სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.


მონაცემები ეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშსა და IDFI-ის მიერ სააგენტოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას. კვლევის ფარგლებში დამუშავდა 2014-2017 წლების მონაცემები.

 

ანალიზი მომზადებულია პროექტის - საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას.

 

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2018/data_lab/Citizenship_on_awarding_citizenships.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024