კორუფციასთან მებრძოლთა პროგრამის მესამე გამოშვების დაჯილდოება

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | აქტუალური თემები | სტატია 25 ივლისი 2022

2022 წლის 22 ივლისს, IDFI-მ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა - ნინო დობორჯგინიძემ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი კლდიაშვილმა.

 

2021-2022 სასწავლო წელს, სულ კონკურსის შედეგად შეირჩა პროგრამის 46 მონაწილე (აქედან, პროგრამა სრულად გაიარა 23-მა მონაწილემ). გარდა კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილეებისა, აღსანიშნავია, რომ ჯამურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 48 სტუდენტმა დაასრულა კორუფციასთან მებრძოლთა პროგრამის ერთი საგანი მაინც. ასევე, ილიაუნის 6-მა სტუდენტმა პროგრამა სრულად გაიარა. სულ, 2022 წელს, კორუფციასთან მებრძოლთა პროგრამა 29 მონაწილემ დაასრულა. აღნიშნული 29 მონაწილიდან 17 არის ქალი.

 

კორუფციასთან მებრძოლთა პროგრამა მონაწილეების სთავაზობს ისეთი საგნების არჩევანს როგორიცაა: კორუფცია და კარგი მმართველობა, კორუფცია და პოლიტიკა, ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში და კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები. საგნების ლექტორებად მოწვეულები არიან სფეროს გამორჩეული სპეციალისტები.

 

კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამა სამი წელია რაც მიმდინარეობს და ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით. ყოველი აკადემიური წლის დასაწყისში, საკმაოდ მკაცრი კონკურსის საფუძველზე, ირჩევა დაახლოებით 40-45 მონაწილე საჯარო მოხელეებისგან, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებისგან. პროგრამის მონაწილეები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებთან ერთად, გადიან კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის საგნებს, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კურიკულუმის ნაწილია. თავის მხრივ, ეს შესაძლებლობას აძლევს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს მიიღონ, როგორც პროგრამის დასრულების სერტიფიკატი, ასევე, სასწავლო კრედიტებიც.

 

            

 

აღსანიშნავია, რომ გარდა სალექციო კურსებისა, პროგრამის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა დამატებით აქტივობებში, მაგალითად, დაესწრონ IDFI-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში და დაამყარონ კონტაქტები როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

 

კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში დასაქმებული პირებისა და სტუდენტებისთვის ჩამოყალიბდნენ კორუფციასთან მებრძოლ ექსპერტებად, მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გაიზიარონ სხვა ქვეყნების გამოცდილება და ხელი შეუწყონ სხვადასხვა დონეზე კორუფციის დამარცხებას საქართველოში.

 

პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) პროექტის „ორგანიზაციული მხარდაჭერა“ ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023