ინოვაცია და ტექნოლოგიები სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებისთვის - კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა

სიახლეები 25 მარტი 2016

2016 წლის 24 მარტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და შპს DEVEL-ის თანამშრომლობით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

კონკურსი „ინოვაცია და ტექნოლოგიები სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ კომპანია DEVEL-ის ინიციატივითა და IDFI-ის მხარდაჭერით ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავდა ისეთი იდეების მხარდაჭერას, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაეხმარებოდა საზოგადოებას ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში, გაუღვივებდა პასუხისმგებლობის გრძნობას მის ცალკეულ წევრებს და დაეხმარებოდა სახელმწიფოს თავისი მოვალეობების უკეთ შესრულებაში.


კონკურსის გამარჯვებულად სამი იდეა დასახელდა. პირველ ადგილზე შპს „ბალბსი“-ს მიერ შემოთავაზებული პროექტი „მოხალისეთა ონლაინ პლატფორმა - არგე“ გავიდა. „ბალბსი“-ს წარმომადგენლებს - დავით გოგოლაშვილსა და ალექსანდრე ტყეშელაშვილს კონკურსის ორგანიზატორებმა ჯილდოს სახით 1000 ლარი გადასცეს. „მოხალისეთა ონლაინ პლატფორმა - არგე“ მიზნად ისახავს ისეთი ვებ პლატფორმის შექმნას, სადაც მოხალისეობრივი საქმიანობის ინიციატორები (ორგანიზაციები თუ კერძო პირები) წამოაყენებენ ინიციატივას. მეორეს მხრივ კი ის პირები, რომლებიც ამ პლატფორმაზე დარეგისტრირდებიან და მიუთითებენ საკუთარი მოხალისეობრივი ინტერესების შესახებ, მიიღებენ ინფორმაციას და სურვილის შემთხვევაში შეუერთდებიან სასურველ ინიციატივას.


მეორე ადგილისთვის განკუთვნილი ჯილდო - 700 ლარი იოსებ იორდანაშვილს გადაეცა. იორდანაშვილის იდეა გულისხმობს ისეთი ონლაინ პლატფორმის შექმნას, სადაც საქართველოს რუკაზე დატანილი იქნება ამა თუ იმ რაიონის, სოფლის, ქალაქის პრობლემები (ინფრასტრუქტურული, დასუფთავების, სოციალურად დაუცველი პირების შესახებ ინფორმაცია და ა.შ.). აღნიშნული პლატფორმით სარგებლობა და საიტის საშუალებით სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ კერძო კომპანიებისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მესამე ადგილზე ანა მოსიაშვილი გავიდა და მას ჯილდოს სახით 500 ლარი გადაეცა. მოსიაშვილის იდეა მობილური აპლიკაციის - რუკა ბიუჯეტით/Budget Map-ის შექმნას გულისხმობს. აპლიკაცია მიბმული იქნება Google Map-ის ტექნიკურ ბაზაზე და დაინტერესებულ პირს დაეხმარება ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის/დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში. აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, მოქალაქეს ასევე შეეძლება რამდენიმე კატეგორიიდან მისთვის საინტერესო კატეგორიის არჩევა, მაგალითად რამდენი იხარჯება შრომის ანაზღაურებაზე, სოციალურ პროგრამებზე, ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე და ა.შ. აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას მისცემს ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მოკლე აღწერილობა იხილოს და კომენტარის ან/და ფოტოს სახით თვითონ მიუთითოს პროექტის განხორციელებაში არსებული პრობლემები.


შპს DEVEL-ის ინიციატივით დაწყებული კონკურსი „ინოვაცია და ტექნოლოგიები სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ მონაწილეების დაჯილდოებით დასრულდა. აღნიშნული იდეების განხორციელებაში IDFI და DEVEL-ი კონკურსანტებს საჭიროების შემთხვევაში და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას გაუწევს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024