კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 4 დეკემბერი 2023

2023 წლის 1 დეკემბერს გაიმართა კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის 2022-2023 წლების მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებისას პროგრამის მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით შეძლეს პროგრამის შედეგად შეთავაზებული აკადემიური კურსების დასრულება, გადაეცათ სერტიფიკატები. ამავდროულად, დაჯილდოების ცერემონიაზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეაჯამეს 2022-2023 სასწავლო წლების შედეგები. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია პროგრამის მიმდინარეობის, განვითარების და სამომავლო გეგმების შესახებ. 

 

შეხვედრა გახსნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პროგრამის საუნივერსიტეტო სივრცეში მასპინძლობისთვის და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. შეხვედრის გახსნაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა, ნინო მატარაძემ. 

 

მისასალმებელი სიტყვების შედეგ, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის შედეგებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს პროგრამის ლექტორებმა და წინა გამოშვების კურსდამთავრებულებმა. კერძოდ, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გიორგი ჩხეიძემ და ლევან ნატროშვილმა, რომლებიც პროგრამის მონაწილეებს უკითხავდნენ ლექციებს შემდეგ საკითხებში: I. კარგი მმართველობა და კორუფცია, და II. კორუფცია, ფული, პოლიტიკა. მათ შეაჯამეს აკადემიური კურსები, და სტუდენტების მიერ დაგროვილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. წინა წლების კურსდამთავრებულებმა - მარიამ კაციტაძემ და ნინო ტაგანაშვილმა - მონაწილეებს გააცნეს მათი გამოცდილება, თუ როგორ დაეხმარათ აღნიშნული კურსები მათ კარიერულ და პროფესიულ წინსვლაში. ღონისძიებას ფასილიტაციას უწევდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დავით მაისურაძე. 

 

პროგრამის შედეგებისა და სამომავლო გეგმების განხილვის შემდეგ, გაიმართა 2022-2023 წლების კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია, რომლის დროსაც დასახელდა ექვსი ყველაზე მაღალი მოსწრების კურსდამთავრებული.  

 

2022-2023 წლებში კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

ღონისძიების ფოტო გალერეა იხილეთ აქ.



სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024