კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 22 ოქტომბერი 2024

2024 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის 2023-2024 წლების მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებისას პროგრამის მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით შეძლეს პროგრამის შედეგად შეთავაზებული აკადემიური კურსების დასრულება, გადაეცათ სერტიფიკატები. ამავდროულად, დაჯილდოების ცერემონიაზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და USAID საჯარო მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებმა შეაჯამეს 2023-2024 სასწავლო წლების შედეგები.

 

ღონისძიება გახსნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროგრამის პარტნიორს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პროგრამის საუნივერსიტეტო სივრცეში მასპინძლობისთვის, ასევე, პროექტის ფინანსურ მხარდამჭერებს, USAID საჯარო მმართველობის პროგრამასა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები. შეხვედრის ფარგლებში, კურსის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს:

 

 - ლევან ავალიშვილმა - პროგრამების დირექტორი, IDFI;

 - ნინო მატარაძემ - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

 - რიჩარდ ჰეიზელვუდმა - USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი

 - თეონა ტურაშვილმა - ადგილობრივი მმართველობის, ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელი, IDFI;

 - გიორგი ჩხეიძემ - კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კურსის - კარგი მმართველობა და კორუფცია - ლექტორი.

 

ღონისძიებაზე ასევე მოეწყო პროგრამის მონაწილეებისა და კურსდამთავრებულებისთვის განკუთვნილი პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსის გამარჯვებულთა მიერ მომზადებული ნაშრომების პრეზენტაცია. ნაშრომები წარადგინეს:

 

 - ნინო კაპანაძემ - პოლიტიკის დოკუმენტი - საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენის პრობლემები და მათი დაძლევის პერსპექტივები;

 - მათე ბუბაშვილმა - პოლიტიკის დოკუმენტი - ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში;

 - გოგა რაზმაძემ - პოლიტიკის დოკუმენტი - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები.

პროგრამის შედეგების განხილვის შემდეგ, გაიმართა 2023-2024 წლების კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია, რომლის დროსაც დასახელდა სამი ყველაზე მაღალი მოსწრების კურსდამთავრებული. 

 

კორუფციასთან მებრძოლთა პროგრამა მონაწილეების სთავაზობს ისეთ საგნებს,  როგორებიცაა:

 - კარგი მმართველობა და კორუფცია;

 - კორუფცია, ფული და და პოლიტიკა;

 - ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში; 

 - კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები და ანტიკორუფციული პლატფორმები.

 

საგნების ლექტორებად მოწვეულები არიან სფეროს გამორჩეული სპეციალისტები.

 

კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილეები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებთან ერთად, გადიან კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის საგნებს, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კურიკულუმის ნაწილია. თავის მხრივ, ეს შესაძლებლობას აძლევს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს მიიღონ, როგორც პროგრამის დასრულების სერტიფიკატი, ასევე, სასწავლო კრედიტებიც.

 

აღსანიშნავია, რომ 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში, USAID საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, IDFI პროგრამის მონაწილეებსა და წინა გამოშვების კურსდამთავრებულებს სალექციო კურსების გარდა შესთავაზა დამატებითი ღონისძიებები:

 

 - წამყვანი ექსპერტების მონაწილეობით საჯარო დისკუსიები კარგი მმართველობის სხვადასხვა აქტუალურ რეფორმაზე;

 - წამყვანი ექსპერტების მოსაზრებები (ოპედები) კარგი მმართველობის სხვადასხვა აქტუალურ რეფორმაზე;

 - პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსი ახალგაზრდებისთვის;

 - ონლაინ ტრენინგები და კონსულტაციები პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის;

 - კარგი მმართველობის სკოლა ახალგაზრდებისთვის მიმდინარე რეფორმების, ასევე, ხელისუფლების მონიტორინგის მექანიზმების შესახებ თეორიული და პრაქტიკული უნარების გასაუმჯობესებლად;

 - სტიპენდიები ანალიტიკური ნაშრომების მოსამზადებლად.

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში დასაქმებული პირებისა და სტუდენტებისთვის ჩამოყალიბდნენ კორუფციასთან მებრძოლ ექსპერტებად, მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გაიზიარონ სხვა ქვეყნების გამოცდილება და ხელი შეუწყონ სხვადასხვა დონეზე კორუფციის დამარცხებას საქართველოში.

 

2023-2024 წლების პროგრამა განხორციელდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (Sida) და USAID საჯარო მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024