სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ანგარიში 6 მარტი 2019

წარმოდგენილი ანგარიში აღწერს და აფასებს ე.წ. „მესამე ტალღის“ რეფორმის შედეგად სასამართლო სისტემაში დანერგილ ორ სიახლეს: საქმეთა ელექტრონულად განაწილების პროგრამასა და დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედების პირობებში, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესს.


საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ახალი სისტემის შემუშავება „მესამე ტალღის“ ფარგლებში დანერგილ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნოვაციას წარმოადგენს, რომელმაც უნდა უპასუხოს არაერთ გამოწვევას სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით. საქმეთა ელექტრონული განაწილების ახალი სისტემა, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, სასამართლოში შესული საქმეების მოსამართლეებს შორის შემთხვევითად განაწილების პრინციპს ეფუძნება.


რაც შეეხება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესს, „მესამე ტალღის“ რეფორმის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიქმნა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რითაც შეიზღუდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაჭარბებული ექსკლუზიური უფლებამოსილება დისციპლინური სამართალწარმოების საწყის ეტაპზე. ამასთან, განისაზღვრა დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის ვადები, გაიზარდა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გამჭვირვალობისა და მოსამართლის უფლებრივი გარანტიები.


საქმეთა განაწილების ახალი პროგრამის მუშაობასა და მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესზე დაკვირვებამ, რომელიც მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოსა და საერთაშორისო რეკომენდაციების/სტანდარტების ანალიზსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების შესწავლას მოიცავდა, გამოავლინა, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად დღემდე ხარვეზებით მიმდინარეობს გარკვეული პროცესები და შემდეგი საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება:


საქმეთა შემთხვევითი განაწილების ახალი ელექტრონული სისტემა


- საკანონმდებლო დონეზე ღიად არის დარჩენილი პრინციპული საკითხები, რომელთა მოწესრიგებაც საკანონმდებლო ორგანომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაანდო;

 

- მოსამართლეთა სიმცირე გამორიცხავს შემთხვევითობის პრინციპით საქმეთა განაწილებას ყველა სასამართლოში;

 

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული არასისტემური და ფრაგმენტული ცვლილებების შედეგად გაზრდილია იმ საგამონაკლისო შემთხვევების რაოდენობა, რომლებზედაც არ ვრცელდება საქმეთა შემთხვევითად განაწილების პრინციპი;

 

- 2017 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონული პროგრამით განაწილებული საქმეების მხოლოდ 62% განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით;

 

- სასამართლოს თავმჯდომარეს შენარჩუნებული აქვს არაერთი ბუნდოვანი უფლებამოსილება, მათ შორის ყველაზე პრობლემური - მოსამართლეები საკუთარი შეხედულებით გაანაწილოს ვიწრო სპეციალიზაციებში;

 

- პროგრამის შეფერხებისას საქმეები კანცელარიის თანამშრომლების მიერ ნაწილდება ხარვეზიანი წესით, რაც დარეგულირებულია თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით;

 

- საპროცესო კანონმდებლობის არაერთი დებულება მოდის წინააღმდეგობაში საქმეთა განაწილების ახალი წესის ფუნდამენტურ პრინციპებთან;


მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა და დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობა

 

- კანონმდებლობა კვლავ არ ითვალისწინებს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნებს, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმების არამიზნობრივი გამოყენების საფრთხეს ქმნის. აგრეთვე, მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ზოგადი სახეები კვლავ იძლევა ფართოდ განმარტების შესაძლებლობას, რაც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელყოფის რისკს წარმოშობს;

 

- სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;

 

-  თვალშისაცემია სხვაობა დისციპლინური საჩივრების რაოდენობასა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეების რაოდენობას შორის. მზარდია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შეწყვეტილი დისციპლინური სამართალწარმოებების რიცხვი, კერძოდ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში შესული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის 699 ფაქტიდან, 186 საქმეზე შეწყდა წარმოება, 33 საქმეზე დაიწყო დისციპლინური დევნა და მოსამართლე მხოლოდ 4 შემთხვევაში მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში;


- დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის ვადების კანონში განსაზღვრის მიუხედავად, დღემდე ვადების დარღვევით მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება;

 

-  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილება დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტაზე ნაკლებად დასაბუთებულია, რამდენიმე კი საერთოდ დაუსაბუთებელი. დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნები კი ხელმისაწვდომი არ არის, რაც, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს;

 

- მიუხედავად ცვლილებებისა, დღემდე არც ერთ მოსამართლეს არ უსარგებლია დისციპლინური სხდომის გასაჯაროების უფლებით.


მონიტორინგის ანგარიში მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად არის პასუხისმგებელი „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

 

/public/upload/IDFI_2019/rule_of_law/GEO_WEB.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024