ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ნორმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ანალიზი 26 სექტემბერი 2017

IDFI “საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მაღალი საჯარო ინტერესის პროცესების მონიტორინგს.

 

პროექტი ასევე მოიცავს დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ანალიზს და მის შეფასებას. პროექტის მიზანია კრიტიკულად გააზრებულ იქნას სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამით ხელი შეეწყოს პროფესიული დისკუსიების წარმართვას სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, ასევე, სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.

 

წინამდებარე ანალიზი შესრულებულია ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტების გიორგი მშვენიერაძის და მარინე კაპანაძის მიერ და ეხება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ნორმების კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 და 14 ივლისის გადაწყვეტილებების შეფასებას

 

ავტორების მიერ გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს IDFI-ს პოზიციას.

 

---------- 

 

საკონსტიტუციო სასამართლო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე: 2017 წლის 13 და 14 ივლისის გადაწყვეტილებების ზოგიერთი ხარვეზის შესახებ


საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო.


აღნიშნული გადაწყვეტილება პირველი იყო, რომელიც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობას შეეხებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა უკვე დიდი ხანია კრიტიკის საგანია (სამართლიანადაც), საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა. პირველ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა სხვა სარჩელები/კონსტიტუციური წარდგინებები და მათთან დაკავშირებით მიღებული ახალი გადაწყვეტილებები, რომელიც ასევე არსებითად უკავშირდებოდა ნარკოპოლიტიკის განმსაზღრელ საკანონმდებლო ნორმებს.


შესაბამისად, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა, თუ რამდენად შეძლებდა სასამართლო მომდევნო გადაწყვეტილებებში ბექა წიქარიშვილის საქმეში ჩამოყალიბებული მიდგომის შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას. აღსანიშნავია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით საკონსტიტუციო სასამართლოს ერთგვარი გამბედაობა (განსხვავებით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოებისაგან ) და პირველი თამამი ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში.


მიუხედავად ამ პროცესის დადებითი ხასიათისა, მნიშნელოვანია, სასამართლოს გადაწყვეტილებების იმ ნაკლოვან მხარეებზე ყურადღების გამახვილებაც, რომელთა არარსებობის პირობებში გაიზრდებოდა სასამართლო გადაწყვეტილების ხარისხი და მის მიმართ სანდოობა. მოცემულ სტატიაში ყურადღება სწორედ ამ ხარვეზთა ნაწილზეა გამახვილებული.


წინამდებარე სტატიის მიზანია, სასამართლოს მიერ 2017 წლის 13 და 14 ივლისს მიღებული ორი გადაწყვეტილების ანალიზი და მათი შედარება ბექა წიქარიშვილის საქმეში დადგენილ სტანდარტებთან. ასევე, სტატიაში ყურადღება გამახვილდება დასახელებულ გადაწყვეტილებათა ხარისხზე, დასაბუთებულობასა და სამართლებრივ გამართულობაზე.


2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 0,00009 გრ. ნარკოტიკული საშუალება- დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის. ხოლო 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნარკოტიკული საშუალება- კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისათვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ასევე ამავე მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 151 გრამამდე კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების, „ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - „ექვსიდან თორმეტ წლამდე,“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 266 გრამამდე კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით - „ექვსიდან თორმეტ წლამდე“.


ზემოაღნიშნული საქმეების განხილვა მოხდება ორი მიმართულებით: ა) რამდენად სიღრმისეულად მოხდა საკითხის გამოკვლევა თითოეულ დასახელებულ საქმეში ბ) რამდენად სწორი მიმართულებით განვითარდა სასამართლო პრაქტიკა ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი ნორმების შეფასებასთან მიმართებით.

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/rule_of_law/opinion_of_giorgi_mshvenieradze_and_marine_kapanadze.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღონისძიებები ახმეტის მუნიციპალიტეტში 1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024