მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკის შეფასება ბათუმში, ქუთაისსა და ახალციხეში მუნიციპალიტეტებში

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 3 აგვისტო 2017

კვლევის ძირითად ამოცანა იყო ქალაქ ახალციხის, ბათუმის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის არსებული პრაქტიკის შეფასება. დოკუმენტში წარმოდგენილია ქალაქ ქუთაისის, ქალაქ ახალციხისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ჩართულობის არსებული პრაქტიკის შეფასება, მოცემულია იმის ანალიზი, თუ როგორ ურთიერთობენ მოქალაქეები მუნიციპალურ ხელისუფლებასთან და აისახება თუ არა (და როგორ) მათი პოზიციები ადგილობრივი ხელისუფლების მოკლევადიან და გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ბიუჯეტში. შეფასება ასევე ეხება მოქალაქეთა ჩართულობის საკანონმდებლო ბაზას და ელექტრონული დემოკრატიის ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩართულობისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიან. შეფასებისთვის გამოყენებულია ძირითადი პრინციპები შემდეგი დოკუმენტებიდან - 1. OECD-ის სახელმძღვანელო - ინფორმაცია, კონსულტაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში; 2. შერი რ. ამსტაინის მოქალაქეთა ჩართულობა; და ადგილობრივ თვითმმართველობაში საზოგადოებრივი ჩართულობის სახელმძღვანელო.


გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტურ სამოქალაქო ჩართულობას სამი ძირითადი რამ აფერხებს:

 

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა არასაკმარისი უნარები;

 

2. გადაწყვეტილებების მიმღებთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა;

 

3. ინოვაციური მიდგომების არარსებობა.


გამოკითხვაში მონაწილე საჯარო მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გამოწვევად რჩება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის დონე და უნარები, რაც გარკვეულ შემთხვევებში აფერხებს წარმატებულ დიალოგს. კიდევ ერთი გამოწვევაა ინფორმაციისა და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ბათუმის, ქალაქ ახალციხისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ შედარებით მოწინავე ვებგვერდები და ისინი აქტიურად იყენებენ სოციალური მედიის საშუალებებს, არ არსებობს მოქალაქეებთან ურთიერთობის, კომუნიკაციისა და ჩართულობის სისტემური მიდგომა.


შეფასებული სამი მუნიციპალიტეტის პრობლემები ერთგვაროვანია და საჭიროებს სისტემურ გაუმჯობესებას. კვლევისას გამოიკვეთა შემდეგი ტიპის პრობლემები:

 

1. პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეების არასაკმარისი უნარ-ჩვევები;

 

2. მოქალაქეთა შენიშვნების/რეკომენდაციების მისაღებად ადგილობრივი ხელისუფლების არასაკმარისი პოლიტიკური ნება;

 

3. მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესზე პასუხისმგებელი ადგილობრივი საჯარო მოხელეების არასაკმარისი შესაძლებლობები;

 

4. მოქალაქეთა მონაწილეობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად არასრული საკანონმდებლო ბაზა;

 

5. მოქალაქეთა ინფორმირების და კონსულტირების ეფექტური პროცესისთვის საჭირო ინოვაციების არარსებობა.

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/idfi_general/Engagement_Practice_Assessment_in_Municipalites_of_Georgia_Final_geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024