IDFI-ს დირექტორის სტატია EBRD-ის სამართლებრივ ჟურნალში

სიახლეები 10 დეკემბერი 2015

მიმდინარე წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სამართლებრივი ჟურნალის (Law In Transition Online 2015) ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის სტატია სახელწოდებით „ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები“. ჟურნალის აღნიშნული გამოშვების მიზანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტების მიმოხილვა სამართლებრივი რეფორმების გარდამავალ პროცესში მყოფ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.


გიორგი კლდიაშვილის სტატიაში საუბარია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე და არსებულ გამოწვევებზე. ბოლო პერიოდში გადადგმულ განსაკუთრებით პროგრესულ ნაბიჯებს შორის სტატიაში მიმოხილულია ისეთი საკითხები როგორიცაა: საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტის შემუშავება, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის უფლების კანონმდებლობით განმტკიცება, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარმდგენ თანამდებობის პირთა წრის გაფართოება, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე სისტემის დანერგვა.

 

განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული 2014-2015 წლების განმავლობაში ინფორმაციის თავისუფლების არსებულდავებზე სასამართლოსპრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე, როდესაც წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებებისა შეიცვალა გამჭირვალობისა და ობიექტურობის სასარგებლოდ.


სტატიაში კიდევ ერთხელ არის დადებითად შეფასებული ღია მმართველობის პარტნიორობის (OpenGovernmentPartnership) ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება შეიმუშაოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დამოუკიდებელი საკანონმდებლო აქტი. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული სამართლებრივი აქტის შემუშავება გათვალიწინებულია ასევე საქართველოს 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმითა და სტრატეგიით. მოკლედ არის განხილული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონისპროექტიც, რომელიც მომზადებულ იქნა სამუშაო ჯგუფის მიერ ექსპერტებისა და IDFI-ის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით.

 

განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი ახალი ინსტიტუტის შექმნის ინიციატივა, როგორიც არის ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერი. მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ საქართველოში მოქმედი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი კანონმდებლობა საერთაშორისო რეიტინგის - RTI მიხედვით 97 ქულით არის შეფასებული და 102 ქვეყანას შორის 32-ე ადგილს იკავებს. ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტით გათვალისწინებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება კი უზრუნველყოფს საქართველოს პოზიციის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას აღნიშულ რეიტინგში.

 

სტატია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024