IDFI-ის მიერ არქივებთან დაკავშირებით ჩატარებული აქტივობები 2011 წელს

არქივი 28 აპრილი 2014

2011 წლის განმავლობაში IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) არქივთან დაკავშირებულ აქტივობებს შორის გახლდათ საარქივო დოკუმენტების გასაჯაროება, თანამშრომლობა მსგავს საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

 

2011 წლის 25 მარტს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ოფისში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ საზოგადოებას წარუდგინა საარქივო დოკუმენტების კოლექცია, რომელიც ეხებოდა 1956 წლის წლის 5-9 მარტს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პროექტი განხორციელდა IDFI-ის ექსპერტთა ჯგუფის მიერ, შსს-ს საარქივო სამმართველოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსთან თანამშრომლობითა და შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით;

 

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ინსტიტუტმა საარქივო დოკუმენტებთან ერთად გამოაქვეყნა 1956 წლის მარტის თვეში საქართველოში გამოცემული გაზეთების კოლექციას, რომელიც ინსტიტუტის მკვლევარებმა მოიძიეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ პერიოდის საბჭოთა ბეჭდვით მედიაში საერთოდ არ არის ასახული საქართველოში 5-9 მარტს განვითარებული მოვლენები.

 

2011 წლის 27 ივლისს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა“ და საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სამეცნიერო, კვლვევითი, აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნება.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2011 წლის 7 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთანაც“. თანამშრომლობის მიზანია საარქივო საქმის განვითარების, არქივების გახსნილობის, არქივების მოდერნიზება-დიგიტალიზაცია და საქართველოში დაცული საარქივო მასალების საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ერთობლივი საქმიანობა.

 

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას ის, რომ ინსტიტუტის არქივებთან დაკავშირებული საქმიანობა მიზნად ისახავდა არქივების ღიაობას, ცოდნის დაგროვებას და პარტნიორთა წრის უფრო გაფართოებას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024