IDFI-იმ სტუდენტებისთვის ანტიკორუფციული ფილმების ჩვენება გამართა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 დეკემბერი 2021

23 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  სტუდენტებისთვის ანტიკორუფციული ფილმების ჩვენება გამართა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის კოალიციის (UNCAC Coalition) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონკურსში მონაწილე/გამარჯვებული მოკლე ფილმები:

 

1. “18 Plaintiffs” - წარმოადგენს დოკუმენტურ ფილმს, რომელიც მოგვითხრობს ისტორიას ინდონეზიაში COVID-19-თან დაკავშირებული სამთავრობო სოციალური დახმარების პროგრამაში არსებული კორუფციის 18 მსხვერპლზე. ფილმი ცხადყოფს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უბრალო მოქალაქეებისთვისაც შესაძლებელია ერთიანი ძალისხმევით.  

 

2. “Skyscraper” - ცათამბჯენი ქართული 5-წუთიანი ანიმაციაა, რომელიც ეხება კორუფციულ სქემას და ასახავს როგორც კორუფციის ნეგატიურ შედეგებს, ისე მის გრძელვადიან გავლენას მთლიანად საზოგადოებაზე. 

 

3. “Citizens finance harmful private businesses” - გადმოგვცემს რეალურ ისტორიას თუ როგორ იქცა მოქალაქეების ხარჯზე ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში „სუფთა ელექტროენერგიის“ წარმოების ქარხნები, რომლებიც თავდაპირველად ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების შესანარჩუნებლად იყო ჩაფიქრებული, მარტივ შემოსავლის წყაროდ კერძო პირებისთვის.

 

4. “Corruption Files: The Whistleblower: Anna Garrido” – მოგვითხრობს მხილების მნიშვნელობაზე და გადმოგვცემს მამხილებლის ისტორიას რეალური პიროვნების მაგალითზე. 

 

მოკლე ფილმების ჩვენების შემდეგ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით რელევანტურ საკითხებზე გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

 

ღონისძიების ფარგლებში IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა, მარიამ მაისურაძემ ასევე მიმოიხილა მხილების ინსტიტუტი და ისაუბრა ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ საკანონმდებლო და პრაქტიკულ გამოწვევებზე. 

 

ღონისძიება გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024