ბათუმში დიდი ტერორის ნეშტების ანთროპოლოგიური კვლევა დაიწყო

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 4 აპრილი 2022

IDFI-ისა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მოწვევით, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაიწყეს ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში აღმოჩენილ, 1937-1938 წლების დიდი ტერორის მსხვერპლთა მასობრივი სამარხიდან ამოსვენებული ნეშტების საფუძვლიანი, ანთროპოლოგიური შესწავლა.

 

ადგილზე 2 კვირის მანძილზე იმუშავებენ პოლონელი სპეციალისტების ორკაციანი ჯგუფი, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის კათედრის წევრები: აგატა ტანჰოიზერი (Agata Thannhauser) და ლუკაშ შლეშკოვსკი (Lukasz Szleszkowski). აღსანიშნავია, რომ ორივე მეცნიერს აღნიშნული საკითხის გარშემო გამოქვეყნებული აქვთ ათეულობით ნაშრომი (იხილეთ პროფილები: https://www.researchgate.net/profile/Lukasz-Szleszkowski-2 / https://www.researchgate.net/profile/Agata-Thannhauser ), რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ სამუშაო უმაღლეს დონეზე შესრულდება.

 

კვლევა 12 აპრილამდე გაგრძელდება და მეცნიერები იმუშავებენ ნეშტების რეკონსტრუქციაზე, დახვრეტილთა სქესის, სავარაუდო ასაკისა და სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დაზიანებების დადგენაზე. ასევე, ყველა ნეშტიდან აიღებენ დნმ ნიმუშებს შემდგომი ანალიზისთვის.

 

მიმდინარე სამუშაოები მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ.

 

           

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023