IDFI-ის ანალიტიკოსი ტელეკომპანიებში მიმდინარე ცვლილებებზე

IDFI მედიაში 9 სექტემბერი 2015

4 სექტემბერს გაიმართა მედია კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსი, ნატა ძველიშვილი. მან გააკეთა მოხსენება ბოლო ერთი წლის მანძილზე, მედიაში განვითარებული მოვლენების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნატა ძველიშვილი მიიწვიეს PALITRA TV-ის გადაცემაში "რეზიუმე", სადაც მან კიდევ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ფაქტებზე, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართულ მედია სივრცეში გამოვლინდა. გაიხსენა მაესტროს შემთხვევა. კერძოდ, ტელეკომპანია მაესტროდან საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, რამდენიმე რეიტინგული წამყვანისა და სხვა ჟურნალისტების წასვლა, დამფუძნებლის განცხადება, რომლის მიხედვითაც მან დატოვა მესაკუთრეთა რიგები. ასევე, ისაუბრა ბოლო დროს იმედის რეორგანიზაციულ ნაბიჯებზე და რამდენიმე პოლიტიკური თოქ-შოუს დახურვის შესახებ, რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ყველა მათგანი საზოგადოებაში ეჭვსა და კითხვებს ბადებს.

 

8 სექტემბერს, რუსთავი 2-მა სიუჟეტი მოამზადა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის დადანაშაულებას ეხებოდა ნეპოტიზმში. ორგანიზაცია მედიატორის მტკიცებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვა პოზიციაზე გიორგი ბარათაშვილთან დაახლოებული პირები და ნათესავები არიან დასაქმებულები. აღნიშნული ფაქტის შესახებ, კომენტარი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსმა, ნატა ძველიშვილმა გააკეთა და განმარტა, რომ გიორგი ბარათაშვილს მოუწევს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მისი ახლობლები და ნათესავები მხოლოდ იმიტომ მუშაობენ ამ უწყებაში, რომ ისინი არიან პროფესიონალები და კვალიფიციურები.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024