ზოგიერთი თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის ანალიზი

სიახლეები | ანალიზი 24 ივნისი 2014

2014 წლის 16  მაისს  ჩვენს  მიერ  წარმოდგენილი  იქნა კვლევა  2013 წელს სამინისტროების თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ.  აღნიშნულ კვლევაში ინსტიტუტის მიერ ვერ იქნა გამოტანილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამდებობის პირის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან აღნიშნული დაწესებულებების მიერ მოწოდებული იქნა მხოლოდ ჯამური ფინანსური მონაცემები (ყველა თანამდებობის პირზე  გაცემული პრემია და სახელფასო დანამატი ერთად), ხოლო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში საერთოდ უპასუხოდ იქნა დატოვებული გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინსტიტუტის მოთხოვნა.

IDFI - შეეცადა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებიდან გამოერკვია რამდენი იყო   ხსენებული სამინისტროების თანამდებობის პირების (მინისტრი, მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი)  2013 წელს  სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი. 

 

 

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამდებობის პირებიდან, რომელთა შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ამ დროისათვის უკვე ხელმისაწვდომია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, 2013 წელს სამუშაოს შესრულებით ყველაზე დიდი შემოსავალი 92 350 ლარი მიღებული აქვს მინისტრის პირველ მოადგილეს დიმიტრი ქუმსიშვილს.  ვინაიდან მინისტრის პირველი მოადგილის წლიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 35 400 ლარს (თვეში 2950 ლარი), გამოდის რომ დანარჩენი 56 950 ლარი მას მიღებული აქვს პრემიის ან/და სახელფასო დანამატის სახით.

2013 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თითოეული  დეპარტამენტის უფროსის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 59 000 ლარს. დეპარტამენტის უფროსის წლიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 25 200 ლარს (თვეში 2 100 ლარი), ხოლო დანარჩენი დაახლოებით 34 000 ლარი მიღებულია პრემიისა ან/და სახელფასო დანამატის სახით.

 

 

  • ფინანსთა სამინისტრო

 

2014 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციებს შორის ვხვდებით მინისტრის მოადგილის დავით ლეჟავას დეკლარაციას, საიდანაც ირკვევა რომ  2013 წელს მისი სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 99 480 ლარს. ვინაიდან მინისტრის მოადგილის  ყოველწლიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს  32 640 ლარს (თვეში 2720 ლარი), შესაბამისად დანარჩენი 66 840 ლარი მიღებულია პრემიის ან/და სახელფასო დანამატის სახით. მინისტრის მოადგილის მსგავსად ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტების უფროსების უმრავლესობას 2013 წელს პრემიისა ან/და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვთ თანამდებობრივი სარგოს დაახლოებით ორმაგი ოდენობა.

 

 

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

2014 წლის იანვრის თვეში საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსდა შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ქონებრივი დეკლარაცია, საიდანაც ირკვევა რომ 2013 წელს მინისტრის თანამდებობაზე მისი შემოსავალი შეადგენს 11 352 ლარს, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე - 45 862 ლარს, ხოლო კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 9 757 ლარს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ტაბატაძის შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე 2013 წელს შეადგინა 89 828 ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებს შორის 2013 წელს ყველაზე დიდი შემოსავალი 110 065 ლარი მიღებული აქვს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორს ხუტა პაჭკორიას.

ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს და დანამატის განსაზღვრის წესი სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით სპეციფიკურია, რთულია გარკვევა აღნიშნული თანხიდან რა ოდენობის თანხაა კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ პრემიის ან სახელფასო დანამატის სახით მიღებული. მაგ. სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე მოსამსახურეებისათვის დანამატი განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით:

 

1-დან 2 წლამდე - 5%

2-დან 5 წლამდე - 10%

5-დან 10 წლამდე - 15%

10 წელი და მეტი - 20%

 

ამასთან წოდებრივი სარგოს  ყოველთვიური განაკვეთები შეადგენს:

გენერალ - პოლკოვნიკი -120 ლარი

გენერალ ლეიტენანტი - 110 ლარი

გენერალ მაიორი -100 ლარი

ბრიგადის გენერალი -80 ლარი

პოლკოვნიკი - 70 ლარი  და ა.შ

 

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ზემოთ მოყვანილი თანამდებობის პირების (მინისტრის გარდა)  ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი მერყეობს დაახლოებით 2500 დან 2950 ლარამდე ნამსახურების და წოდებრივი დანამატის მაქსიმალური ოდენობის პირობებშიც  მივიღებთ, რომ მათ მიერ 2013 წელს მიღებულია  როგორც მინიმუმ ხელფასის ოდენობის პრემია ან/და სხვა სახელფასო დანამატი.

 

სალიუსტრაციოდ წარმოგიდგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობის პირის შემოსავლებს ჩაშლილად.

 

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დავით ჯალაღანიას და გიორგი ხელაიას 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 74 000 ლარი, საიდანაც მათი ყოველწლიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს  32 640 ლარს. სამინისტროს  დეპარტამენტის უფროსის ყოველწლიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 27 600 ლარს. 2013 წელს მათ მიერ მიღებული პრემიები ან და სახელფასო დანამატის ოდენობა მერყეობს 19 000 დან 22 000 ლარამდე.

 

  • შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეების მარიამ ჯაშის და დავით ლომიძის 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 68 500 ლარი. მათ მიერ პრემიისა ან/და სახელფასო დანამატის სახით მიღებულია დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.

მინისტრის მოადგილეების მსგავსად დეპარტამენტის უფროსების შემთხვევაშიც 2013 წელს პრემიისა ან/და სახელფასო დანამატის სახით გაცემული თანამდებობრივი სარგოს იგივე ოდენობა.

 

 

ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი იქნა 5 სამინისტროს თანამდებობის პირების 2013 წლის დეკლარირებული შემოსავლები, თუმცა როგორც გამოჩნდა მინისტრების შემოსავლებიდან   საჯარო სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულია მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის შემთხვევაში.  

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის ადა კორუფციის შესახებ  საქართველოს კანონით თანამდებობის პირი დეკლარაციას ავსებს თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების თარიღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში; შესაბამისად ფინანსთა მინისტრის შემთხვევაში მისი 2013 წლის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი საჯარო გახდება 2014 წლის 11 ნოემბრიდან 18 ნოემბრამდე პერიოდში.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს და დავით სერგეენკოს 2013 წლის შემოსავლებს, ამ შემთხვევაში კვლავ   შესაძლებელია თავი იჩინოს კანონმდებლობაში არსებულმა ხარვეზმა, რომელიც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ დეკემბრის თვის მიწურულს (24 დეკემბრიდან - 31 დეკემბრამდე) შევსებული დეკლარაცია მომავალ  წლებში  თანამდებობის პირს საშუალებას აძლევს არგაამჟღავნოს რომელიმე ერთი კონკრეტული წლის შემოსავლები.

მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილს და დავით სერგეენკოს  კანონის სრული დაცვით შესაძლებლობა ეძლევათ შემდეგი მათი დეკლარაცია წარადგინონ 2015 წლის იანვრის თვის საწყის კვირაში, რის შედეგადაც მათი 2013 წლის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები დარჩება საზოგადოებისათვის უცნობი. დეტალურად აღნიშნული ხარვეზის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სტატია.

 

 

ზემოთ მოყვანილმა ანალიზმა დაადასტურა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის წესში არსებული ხარვეზები ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის კუთხით. აქედან გამომდინარე ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს:

  •  საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ  საქართველოს კანონში შეტანილი იქნეს ცვლილება, რომელიც გამორიცხავს თანამდებობის პირის თანამდებობაზე ყოფნის დროს მიღებული შემოსავალის დაფარვის შესაძლებლობას;
  •  თანამდებობის პირის მიერ სამუშაოს შესრულებით მიღებული დეკლარირებული შემოსავლები დაყოფილი იქნას ანაზღაურების კლასიფიკაციის (თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი) და კონკრეტულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდის მიხედვით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024