საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუროკრატიული აპარატის და ხარჯების ანალიზი

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 6 ნოემბერი 2019

საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ბოლო წლებში საქართველოში არაერთი რეფორმა განხორციელდა. მათ მიზანს საგანგებო სიტუაციებზე მყისიერი და ეფექტური რეაგირების მექანიზმის შექმნა, ხარჯების ოპტიმიზაცია და უწყებაში დასაქმებულთა, განსაკუთრებით კი მეხანძრე-მაშველთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების შესწავლისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე შეეცადა დაედგინა მოცემული სფეროს ხშირი რეფორმირების მიზეზები და გამოეკვლია თუ რამდენად მიაღწია მან დეკლარირებულ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზანს.


სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად საგანგებო სიტუაცია განმარტებულია, როგორც გარკვეულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე შექმნილი ისეთი ვითარება, რომლის დროსაც ირღვევა ადამიანთა ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობები და რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოსა და ქონებას. მსგავსი შემთხვევების მაგალითებია წყალდიდობა, ტყის ხანძრები, სამოქალაქო არეულობა, ტერაქტი და სხვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქცია კი მსგავსი საგანგებო სიტუაციების პრევენცია და მატზე ეფექტური რეაგირებაა.

 

IDFI-ის კვლევის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

 

 - 2015 წლიდან დღემდე საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში რეფორმა სამჯერ განხორცილდა, ყოველ ჯერზე იცვლებოდა უწყების სახელწოდება, სამართლებრივი სტატუსი და მისი ხელმძღვანელი პირები.

 

 - რეფორმათა განხორცილების ერთ-ერთ მთავარ მიზანს ხარჯების ოპტიმიზაცია წარმოადგენდა. თუმცა, უწყების ყოველწლიური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული მიზანი არათუ ვერ იქნა მიღწეული, არამედ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუჯეტი რეფორმის განხორციელების ყოველ ეტაპზე განაგრძობდა ზრდას.

 

 - თავად, რეფორმათა განხორციელების სიხშირე შესაძლებელია მიუთითებდეს იმაზე, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რეფორმები არ იყო საკმარისად ეფექტური. გადაწყვეტილებები მიიღებოდა დაჩქარებული წესით, შესაბამისი წინასწარი შეფასების თუ კონსულტაციების გარეშე. აღნიშნული კი გამოხატულებას პოვებდა, ხანმოკლე პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ ახალი ცვლილების განხორცილების აუცილებლობაში.

 

 - ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი სამსახურის ხელმძღვანელად თავდაპირველად გიორგი მღებრიშვილის დანიშვნა, ხანმოკლე პერიოდში ახალი პრემიერ-მინისტრის დამტკიცების შემდეგ უწყების შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში დაბრუნება და მისი ხელმძღვანელის კიდევ ერთხელ შეცვლა, აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებს უფრო მეტად პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში რეალურად ეფექტური ცვლილებების გატარებაზე ორიენტირებული რეფორმისა.

 

 - ხარჯების ოპტიმიზაციის გაცხადებული მიზნის საწინააღმდეგოდ 2015 წელთან შედარებით 2018 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხარჯი გაიზარდა 10 მილიონზე მეტი ლარით. მათ შორის გაიზარდა შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი და მან წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2018 წელს მიაღწია.

 

 - რეფორმათა შედეგად დაგეგმილი იყო ასევე, ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხებიდან მეხანძრე-მაშველთა სოციალური მდოგმარეობის გაუმჯობესება. 2018 წლის 1 აგვისტოდან მეხანძრე-მაშველთა თანამდებობრივი სარგო გაიზარდა, თუმცა მხოლოდ 120 ლარით. მოიმატა ასევე სამსახურის ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფ პირთა თანამდებობრივმა სარგომ, 3,000 ლარამდე ოდენობით, რაც წინა წლებში დამკვიდრებული დანამატის გაცემის პრაქტიკის ერთგვარ ჩანაცვლებას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ მოდევნო წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია მეხანძრე-მაშველთა თანამდებობრივი სარგოს გაზრდა დამატებით 125 ლარის ოდენობით.

 

 - კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გაერთიანების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეიქმნა და დღემდე ფუნქციონირებს სამი ახალი სტრუქტურული ერთეული. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო და იურიდიული სამმართველო. მოცემულ სამმართველოთა ფუნქციებს უწყებათა გაერთიანებამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადმინისტრაცია და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტი ასრულებდნენ.

 

 - არსებული მდგომარეობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადმინისტრაციული მიზნებისთვის დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მთელი რიგ სამინისტროთა ცენტრალურ აპარატებში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულთა რაოდენობას.

 

 - ბოლო წლებში უწყების მიერ სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები, სხვა ხარჯებთან შედარებით მხოლოდ მცირედით გაიზარდა.

 

 - მნიშვნელოვნად შემცირდა სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობაც, თუმცა რამდენიმე ასეულით გაიზარდა შტატგარეშე დასაქმებულთა რიცხვი. 2018 წელს შტატგარეშე დასაქმებულთა მკვეთრი ზრდის დეტალური შესწავლის მიზნით IDFI-მ უწყებიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუმცა სამწუხაროდ ვერ შეძლო მოთხოვნილი მონაცემების მიღება.

 

 - უწყებამ არ გასცა არც თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) გამოყოფილი და ათვისებული საწვავის ოდენობის შესახებ ინფორმაცია და საწვავის მოხმარებაზე ყოველთვიური ლიმიტების განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები.

 

 - გამოიკვეთა ასევე პრობლემები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი სატესტო რეჟიმში მოქმედების გამო არ ფუნქციონირებს საჯარო ინფორმაციის გვერდი.

 

/public/upload/pdf/Emergency_geo_web.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024