ციფრული მაუწყებლობა აჭარაში - 30 ივლისს აჭარაში ანალოგური სიგნალი გამოირთვება

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ანალიზი 29 ივლისი 2015

მიმდინარე წლის 30 ივლისს აჭარაში ანალოგური სიგნალი სრულად გაითიშება და რეგიონი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა. ბათუმში, ხულოში, ქედაში, შუახევისა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც სამაუწყებლო სიგნალს სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებდა, ციფრული სიგნალის მისაღებად სეტ ტოპ ბოქსი დასჭირდება, თუ მის ტელევიზორს არ აქვს DVB T2 სტანდარტის მხარდაჭერა. რესივერის მიერთების შემდეგ ნაცვლად რამდენიმე მაუწყებლისა, მათთვის 30-მდე არხი ციფრულ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი. 


IDFI-ს წარმომადგენელი უჩა სეთური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წარმომადგენლებთან ერთად 27 ივლისს ბათუმში მოსახლეობას შეხვდა. მათ ადგილობრივებს მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი ცვლილების შესახებ და აუხსნეს, თუ როგორ უნდა მოემზადოს მოქალაქე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად.


ანალოგური სიგნალი უკვე გამოირთო თბილისში, რუსთავსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე იმერეთსა და გურიაში.


ციფრული სიგნალის მისაღებად რეკომენდირებულია სახლის სახურავზე განთავსებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. ტელევიზორთან ანტენისა და სეტ ტოპ ბოქსის მიერთების შემდეგ მომხმარებლისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება 30-მდე ქართული ციფრული არხი, მათ შორის ადგილობრივი ტელეკომპანიები.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგს 2012 წლიდან ახორციელებს, აკვირდება სეტ ტოპ ბოქსების კონცენტრაციას ბაზარზე. ორგანიზაციამ ინფორმაცია მიიღო როგორც იმპორტიორი კომპანიებისგან, ასევე სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებისგან. გარდა ამისა, IDFI-ს წარმომადგენლები უშუალოდ იმყოფებოდნენ თბილისში მდებარემაღაზიებში.


მიღებული ინფორმაციის თანახმად, მთელი საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გაყიდულია დაახლოებით 130 ათასი ცალი სეტ ტოპ ბოქსი. ამას ემატებაბაზრობაზე შემოტანილი კიდევ სამი ტიპის სეტ ტოპ ბოქსი -Youmax, Superbox და Eurostar, რომელიც ძირთადად ბაზრობებზე იყიდება და Sven-ის ფირმის რესივერი, რომელიც მაღაზია „არაითუმოროუს“ მაღაზიათა ქსელშია განთავსებული. ორგანიზაციის ინფორმაციით მთლიანი რაოდენობა 120-130 ათასი ცალის 20 ივლისის მდგომარეობით.


საცალო ქსელებში კონკურენციის ზრდის შემდეგ სეტ ტოპ ბოქსების ღირებულებამ რიგ მაღაზიებში 60-დან 50 ლარამდე დაიკლო. ამ ფასად TV Star-ის ის მოდელი იყიდება, რომელსაც არ მოყვება კაბელები, თუმცა კაბელების ყიდვის შემთხვევაშიც ეს თანხა 60 ლარს არ სცდება. ამავე ფირმის რესივერები კაბელებთან ერთად 40 ლარად იყიდება ფასდაკლების სხვადასხვა ვებ გვერდებზე.


შედარებით ძვირი 64 ლარი ღირს AG-ს ფირმის სეტ ტოპ ბოქსები, რომელსაც მხოლოდ ე.წ.სამფერიანი კაბელი მოყვება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მაღაზიამ მისი ფასი 70-75 ლარამდე გააძვირა. დაახლოებით ამდენივე ღირს Youmax-სა და Superbox-ის ბრენდის რესივერებიც (მოჰყვება კაბელებიც). თუმცა, მას TV Star-სა და AG-სგან განსხვავებით ქართული მენიუ არ აქვს.


ყველაზე ძვირი, 95 ლარი, კვლავაც „არაი თუმოროუს“ ქსელში განთავსებული Sven-ის მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსი ღირს.


აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული ბრენდის სეტ ტოპ ბოქსს აქვს DVB T2 სტანდარტის მხარდაჭერა, შესაბამისად, თავსებადია საქართველოში არსებულ ციფრულ სიგნალთან.


ნებისმიერი ფასის სეტ ტოპ ბოქსი ერთნაირი რაოდენობის არხს იღებს და ყველა მათგანის მიერთების შემდეგ მომხმარებელი გაუმჯობესებული გამოსახულების ხარისხს მიიღებს.


ქვემოთ წარმოდგენილია ბათუმში მდებარე მაღაზიების სია, სადაც სეტ ტოპ ბოქსის შეძენა არის შესაძლებელი.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024