1 ივლისს თბილისსა და მის შემოგარენში ანალოგური სიგნალი გამოირთვება

სიახლეები | ვიზუალიზაცია | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 25 ივნისი 2015

 2015 წელს ანალოგური სიგნალის გამორთვის გრაფიკი მთელი საქართველოს მასშტაბით

 

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე ეტაპობრივად გადადის. ანალოგური სიგნალი 1 ივლისს თბილისსა და მის შემოგარენში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულსა და საგარეჯოში გაითიშება, რასაც მოჰყვება სხვა რეგიონებიც მთავრობის მიერ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. 25 აგვისტომდე საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე სრულად გადავა.


ანალოგური სიგნალის გამორთვამდე, 24 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართა შეხვედრა, სადაც პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ წარადგინა ანგარიში არსებული სიტუაციის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ეკონომიკისა და მგდრადი განვითარების სამინისტროს, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს, ტელევიზიების, არასამთავრობო სექტორის, რეგიონულ მაუწყბელთა ასოციაციის წარმომადგენლები, GNCC-ის წევრები და სამაუწყებლო ქსელის ოპერატორები. შეხვედრას დაესწრო „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მედიისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი უჩა სეთურიც.


შეხვედრაზე იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ციფრული სამაუწყებლო ქსელის აგება უნდა უზრუნველყონ, განაცხადეს, რომ ყველა სამუშაო დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს და სერიოზულ გართულებებს საქსელო დონეზე არ ელოდებიან. ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელის ნინო ქუბინიძის თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უკვე დარიგებულია 150 000 მდე სეტ ტოპ ბოქსი - მოწყობილობა, რომელიც ციფრული სიგნალის მისაღებად უერთდება ტელევიზორს.


IDFI-ს ინფორმაციით კი ბაზარზე საცალო ქსელში გატანილია 35 000 ცალამდე სეტ ტოპ ბოქსი და დღიური გაყიდვები ყველაზე მსხვილი იმპორტიორების შემთხვევაში 1800-2000 ცალამდე მერყეობს. ბაზარზე საცალო ქსელში წარმოდგენილია 10-მდე სხვადასხვა ტიპის და ფასის რისივერი. შესაბამისად მომხმარებელს, ვისაც სეტ ტოპ ბოქსი სჭირდება, აქვს საშუალება ანალოგური სიგნალის გამორთვამდე შეიძინოს სასურველი მოდელი და მოემზადოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად.


კომისიაში გამართულ შეხვედრაზევე აღინიშნა, რომ საინფორმაციო კამპანიის გაძლიერების ფარგლებში დაგეგმილია დამატებითი სახსრების გამონახვა და საკომუნიკაციო საშუალებების გააქტიურება უახლოესი ორი თვის ფარგლებში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024