IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 18 ნოემბერი 2024

2024 წლის 18 ნოემბერს ჩეხეთში, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერის მარკეტა პეკაროვა ადამოვას, უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პაველ ჟაჩეკის ეგიდითა და პრაღის უკრაინის ინსტიტუტის თანამშრომლობით, საერთაშორისო კონფერენცია “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ” გაიმართა.

 

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ უსაფრთხოების ექსპერტები, ისტორიკოსები და პოლიტიკოსები ჩეხეთიდან, ბრიტანეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. მათ შორის ტომაშ პოიარი (ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის ოფისის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში),  რიჩარდ დერლოუ (ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი დირექტორი (1999–2004), ლუბოშ ვესელი (ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში), იარინა აისინევიჩი (საერთო-უკრაინული ფორუმი დემოკრატიისთვის (DemForum)) და სხვები.


კონფერენციაში მონაწილეობდა IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ანტონ ვაჭარაძე, რომელმაც პანელის “საბჭოთა დივერსია: ისტორიული პერსპექტივა” ფარგლებში ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაზრდილ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, ასევე არჩევნებზე მანიპულაციების, ამომრჩეველთა მასშტაბური მოსყიდვის, დაშინების და სხვა ფაქტებზე. ანტონ ვაჭარაძემ განიხილა განსხვავებები და მსგავსებები მოლდოვის არჩევნებთან მიმართებით. განსაკუთრებული ყურადღება კი გაამახვილა კრემლის საჯარო განცხადებებზე, რუსი პროპაგანდისტებისა და გავლენის აგენტების საქართველოში ვიზიტებსა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე.მან ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, როგორიცაა ე.წ “უცხოური აგენტებისა” და ცენზურის კანონები, ქართველი ოფიციალური პირების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებების ნაკლებობასთან ერთად, მიანიშნებს ევროინტეგრაციის გზიდან პოტენციურ გადახვევაზე  და მზარდ თანხვედრაზე კრემლის დღის წესრიგთან.

 

გაეცანით დღის წესრიგს აქ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024