ბათუმის გიმნაზია-პანსიონში საბჭოთა რეპრესიების შესახებ საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 19 ოქტომბერი 2021

2021 წლის 11 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბათუმში, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონში International Coalition of Sites of Conscience მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინტერ-რელიგიური ურთიერთგაგება გრაფიკული ხელოვნების საშუალებით“ - ფარგლებში განახორციელა ძირითადი აქტივობები.

 

პროექტის მიზანი იყო, რეპრესიის მსხვერპლთა ისტორიების შესახებ კომიქსების შექმნითა და გავრცელებით ახალი ცოდნის გაჩენა წარსული რეჟიმისა და რეპრესირებული პიროვნებების შესახებ, რაც ასევე კიდევ უფრო გაზრდიდა თანაგრძნობას რელიგიური უმცირესობის მსხვერპლთა მიმართ. საბოლოო ჯამში, გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნეს 5 ორიგინალური კომიქსი საბჭოთა რეჟიმის პერიოდში რეპრესირებული ადამიანების შესახებ.

 

ახალგაზრდებთან შეხვედრები წარიმართა ხუთი დღის განმავლობაში:

 

11 ოქტომბერს IDFI-ს წარმომადგენლები ეწვივნენ გიმნაზია-პანსიონს და პანსიონატის ხელმძღვანელთან, დედა სიდონიასთან ერთად მოეწყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც აღსაზრდელებს მიაწოდეს ზოგადი ინფორმაცია რეპრესიების შესახებ, გაიგეს მათი შეხედულებები და დამოკიდებულება სალექციო თემასთან მიმართებით. მოისმინეს აზრი მათ მოლოდინებთან დაკაშვირებით.

 

12 ოქტომბერს, პროექტის პიარ-ასისტენტმა, ეკა კალანდაძემ წაიკითხა ლექცია „ისტორიის შექმნა გრაფიკული ხელოვნების საშუალებით“, რომელიც მომზადებული იყო International Coalition of Sites of Conscience-ის მიერ ჩატარებული მასტერკლასის საფუძველზე. ლექციის ფარგლებში განხილული იყო კომიქსების ხელოვნების განვითარების ეტაპები, კომიქსის ტიპები და მათი შექმნის ძირითადი და მეორეული ელემენტები. მოეწყო განხილვა და დისკუსია კომიქსების ისტორიის, ფორმატის, ინსტრუმენტებისა და მახასიათებლების შესახებ.

 

შეხვედრის მეორე ნაწილში, IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ მიმოიხილა რეპრესიების პერიოდი და პანსიონის აღსაზრდელებს გააცნო იმ ადამიანების პერსონალური ისტორიები, რომლებიც ემსხვერპლნენ საბჭოთა რეჟიმს, ისაუბრა მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, საბჭოთა რეჟიმის სისასტიკისა და მასობრივი დახვრეტების სტატისტიკაზე. მათ შორის ბავშვებს მიეწოდა ინფორმაცია რეჯებ-ბეგ ნიჟარაძის (1873-1937), პირველი ქართველი იურისტისა და საზოგადო მოღვაწის, ქართველ მაჰმადიანთა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის შესახებ, ვინც პირველი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო „სამუსლიმანო საქართველოდან“.

 

13 ოქტომბერს, პროექტის ფარგლებში, პანსიონს ეწვია ლია დეკანაძე,  ქართველი მუსლიმი, სოლიდარობის თემის თანადამფუძნებელი, რომელმაც ისაუბრა მათი თემის მიერ რეპრესიების აღქმაზე, ინტერ-რელიგიური ურთიერთგაგების საჭიროებებსა და აუცილებლობაზე, თუ როგორი მსგავსი გამოწვევები ჰქონდათ სხვადასხვა რელიგიურ წარმომადგენლებს საბჭოთა ტოტალიტარული მართვის პირობებში. ლექციის ბოლოს პანსიონის აღსაზრდელებმა IDFI-ის წარმომადგენლებთან ერთად გამართეს პირველი დისკუსია კომიქსების შინაარსსა და მონახაზზე.

 

14 ოქტომბერს პროექტის მონაწილე სამმა ჯგუფმა დაიწყო კომიქსების შინაარსობრივი მხარის შედგენა, რის შემდეგაც, მთელი დღის მანძილზე წარიმართა კომიქსების ხატვის აქტიური პროცესი, ხოლო 15 ოქტომბერს თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა თავისი შექმნილი კომიქსი, გამართა პრეზენტაცია და ისაუბრა, თუ რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შესძინა მიმდინარე პროექტმა.

 

შეხვედრები წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პანსიონის აღსაზრდელებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვები თუ მოსაზრებები ღიად დაეფიქსირებინათ და გაემართათ დისკუსია.

 

აღსანიშნავია, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელების აქტიური ჩართულობა და დაინტერესება საკუთარი ქვეყნის ისტორიის მიმართ. ახალგაზრდა თაობის მზარდი ინტერესი რეპრესირებულთა საკითხთან დაკავშირებით და მათი ჩართვა შესაბამის დისკუსიებში მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. მსგავსი პროექტებით, საზოგადოება, მთავრობა და გადაწყვეტილების მიმღები პირები კიდევ ერთხელ დაინახავენ ქართული საზოგადოებისთვის მსხვერპლთა ხსოვნის საკითხის მნიშვნელობას.

 

____

 

 

საგანმანათველო კვირეული ჩატარდა ორგანიზაციის "International Coalition of Sites of Conscience" ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის "ინტერ-რელიგიური ურთიერთგაგება გრაფიკული ხელოვნების საშუალებით" ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024