ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 მაისი 2016

4 თვიანი მუშაობის შედეგად საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ და მასთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა შეიმუშავეს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტი. კანონპროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას და გააძლიეროს პარლამენტის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. რეგლამენტის ცვლილებების პროექტი შემუშავდა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), როგორც საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე, აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. კერძოდ, IDFI-მ, საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის სამ ვალდებულებაზე დაყრდნობით, შეიმუშავა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები. ეს ვალდებულებებია:


1. კანონპროექტებზე კომენტარის (ელექტრონულად და/ან წერილობით) დატოვების შესაძლებლობა (ვალდებულება 1.1.); 2. პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით (ვალდებულება 1.2.) და 3. პარლამენტის ვებგვერდზე დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსება (ვალდებულება 3.1.).

 

აღნიშნული ვალდებულებები, ისევე, როგორც ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნის იდეა, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში ინიცირებულია IDFI-ის მიერ.

 

IDFI-ის მიერ შეთავაზებული ცვლილებების მიზანია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ საკანონმდებლო ინიციატივისა და საკანონმდებლო წინადადების გამარტივებულ რეჟიმში, ელექტრონულად წარდგენისა და მათზე ხელმოწერების შეგროვების შესაძლებლობა, რაც გაუმარტივებს მათ საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო პროცესში ჩართულობას.

 

ცვლილებების მიხედვით, დაიხვეწება პარლამენტის ვებგვერდზე დოკუმენტაციის გამოქვეყნების ფორმატი და ვებგვერდზე რეგისტრირებული პირებისთვის შეიქმნება საკანონმდებლო წინადადებასა და საკანონმდებლო ინიციატივაზე კომენტარის დატოვების შესაძლებლობა.


კანონპროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტში დაინერგოს ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული ჩართულობის თანამედროვე სტანდარტები, გაიზარდოს პარლამენტის ვებგვერდის პოპულარობა, საკანონმდებლო პროცესში ალტერნატივის სახით დაინერგოს ელექტრონული რესურსების გამოყენება და დაინტერესებულ პირებს მიეწოდოს მეტი ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობის შესახებ.


რეგლამენტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი შემუშავდა პროექტის „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) და აფინანსებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ევროკავშირი (EU).

 

 

/public/upload/Meri/Ammendments to the Law.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024