პარლამენტის, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციების ხარჯები - 2015 (იანვარი-აგვისტო)

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 30 დეკემბერი 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)-იმ 2015 წლის 17 აგვისტოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატს, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციებს. მოთხოვნა შეიცავდა 16 პუნქტს, რომელთა შორის იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა 2015 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები, სამივლინებო ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები, შესყიდული ავტომობილები და სხვა.

საქართველოს პარლამენტის აპარატიდან პასუხი ინსტიტუტს ეცნობა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 18 სექტემბერს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციიდან 4 თვის დაგვიანებით - 10 დეკემბერს.

აღნიშნულ სტატიაში წარმოგიდგენთ ზემოთ აღნიშნული უწყებების მიერ მოწოდებული მონაცემების ანალიზს.

 

 

  • სამივლინებო ხარჯები

 

2015 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს პარლამენტის სამივლინებო ხარჯები შეადგენს 843 387 ლარს, მთავრობის ადმინისტრაციის - 184 134 ლარს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის - 104 252 ლარს. 

 

საქართველოს პარლამენტარებს შორის, 2015 წელს (იანვარი-აგვისტო) ყველაზე დიდი თანხა მივლინებებზე დახარჯულია თედო ჯაფარიძის მიერ - 113059 ლარი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სამივლინებო ხარჯები აღნიშნულ პერიოდში შეადგენს 65 707 ლარს. მაღალი სამივლინებო ხარჯებით გამოირჩევიან აგრეთვე, დავით ბაქრაძე - 47 726 ლარი, გიორგი კანდელაკი - 40 085ლარი, გიორგი წერეთელი - 39 031 ლარი.
2015 წელს ყველაზე მაღალი სამივლინებო ხარჯების მქონე პარლამენტარების ოცეული გამოიყურება შემდეგნაირად:

 

2015 წლის 17 აგვისტომდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეულია 184 134 ლარის ოდენობის სამივლინებო ხარჯიდან 152 594 ლარი წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების ხარჯს, 22 474 ლარი დღიურ ხარჯს, ხოლო 8 947 ლარი მგზავრობის ხარჯს. ყველაზე დიდი თანხა აღნიშნულ პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სამივლინებო ხარჯებზე გაწეულია 20-24 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად პრემიერ მინისტრის და დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. აღნიშნული მივლინების ფარგლებში, დელეგაციის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის გადარიცხულია 111 629 ლარი.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 2015 წლის 17 აგვისტომდე გაწეული 104 252 ლარის ოდენობის ხარჯიდან 58 204 ლარი შეადგენს სასტუმროს მომსახურების ხარჯს, 29 384 ლარი დღიურ ხარჯს, ხოლო 15 826 ლარი მგზავრობის ხარჯს. ყველაზე დიდი სამივლინებოს ხარჯი ადმინისტრაციის მიერ გაწეულია 10-12 მაისს საქართველოს პრეზდენტის და მისი დელეგაციის ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასტუმროს მომსახურების ხარჯმა შეადგინა 11 546 ლარი. ამავე წლის 25-27 თებერვალს ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით აგრეთვე, იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი რომლის სასტუმროს მომსახურების ხარჯმა შეადგინა 8 208 ლარი.

 

 

  • როუმინგის ხარჯები

 

2015 წელს (იანვარი-აგვისტო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები შეადგენს 21049.48 ლარს, საიდანაც ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის როუმინგული მომსახურების ხარჯი შეადგენს 7 569.87 ლარს, ხოლო პროტოკოლის სამსახურის უფროსის გიორგი მირცხულავასი-13 479.61 ლარს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ აღნიშნულ პერიოდში როუმინგულ მომსახურებაზე გაწეულია 16720 ლარის ოდენობის ხარჯი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა დახარჯულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის თინათინ მჟავანაძის (6 482 ლარი) და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის კარლო ცქიტიშვილის (5 353 ლარი) მიერ.

საქართველოს პარლამენტის მიერ როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 6258.91 ლარს საიდანაც, ყველაზე მეტი დახარჯული აქვს პარლამენტის წევრ თედო ჯაფარიძეს- 1 296 ლარი.

 

  • ხელმძღვანელი პირების პრემიები და დანამატები

 

საქართველოს მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების ხელმძღვანელების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3 540 ლარს, ხოლო პარლამენტის აპარატის უფროსის 2 220 ლარს. აღნიშნულ პირებზე ყოველთვიურად გაიცემა სახელფასო დანამატი. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის განსაზღვრულია ყოველთვიურად - 4335 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის - 2710 ლარი, ხოლო პარლამენტის აპარატის უფროსისათვის - 2055 ლარი. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს 2015 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში პრემია არ მიუღია, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელებზე კვარტალში ერთხელ გაცემულია თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია.

შესაბამისად, 2015 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა - 55 125 ლარი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიასი - 50 830 ლარი, ხოლო პარლამენტის აპარატის უფროსის ზურაბ მარაქველიძესი - 34 365 ლარი.

 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსზე მაღალი ყოველთვიური სახელფასო დანამატებია განსაზღვრულია მისი მოადგილისა და სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსისათვის. მაგალითად, მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მაია ბიგვავა ყოველთვიურად იღებს 4975 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატს, მაშინ როდესაც ადმინისტრაციის უფროსის დანამატი შეადგენს 4335 ლარს. 2015 წელს (იანვარი-ივლისი) პრემიები მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მსგავსად სხვა თანამდებობის პირებზეც არ გაცემულა.

 

 

2015 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირებიც ყოველთვიურად იღებენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატს, ამასთან ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს სამი თვის განმავლობაში მიღებული აქვთ თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია.

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირებზეც, ყოველთვიურად განსაზღვრული სახელფასო დანამატების გარდა, კვარტალში ერთხელ გაიცემა დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია.

 

 

  • წარმომადგენლობითი ხარჯები

 

2015 წელს (იანვარი-აგვისტო) მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენს 822 771 ლარს, რომელიც 62 მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტებისას შეხვედრებისა და ღონისძიებების ფარგლებშია გახარჯული.

აღნიშნულ პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენს 75 881 ლარს, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა დახარჯულია უალკოჰოლო და ცივი სასმელების და ერთჯერადი ჭიქების შესაძენად - 29 587,35 ლარი; სარესტორნო მომსახურებისხარჯი აღნიშნულ პერიოდში შეადგენს 5 075 ლარს.

საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობით ხარჯების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტისათვის უცნობია.

 

  •    შესყიდული ავტომობილები

 

2015 წელს (იანვარი-აგვისტო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და პარლამენტის აპარატის მიერ ახალი ავტომობილების შეძენას ან ძველის ახლით ჩანაცვლებას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2015 წელს ძველი 7 ავტომობილი ჩანაცვლდა 5 ახალი ავტომობილით. შესყიდვების ღირებულების ფასთა შორის სხვაობამ ჯამში 108 000 ლარი შეადგინა.

 

 

  • საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები

 

2015 წლის 23 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ლობისტურ მომსახურებაზე. კერძოდ, კომპანია (PillsburyWinthropShawPittman LLP) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა გაუწიოს დახმარება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსკენ, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და კონგრესთან ურთიერთობაში, ხელი შეუწყოს შესაბამისი ღონისძიებების და შეხვედრების დაგეგმვას და სხვა. ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული კომპანიის მომსახურების ღირებულება შეადგენს ყოველთვიურად 50 000 აშშ დოლარს. სულ ხსენებული მომსახურების შესასყიდად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 649 000 აშშ დოლარი. 

  

პარლამენტის აპარატის მიერ 2015 წელს გაფორმებული საკონსულტაციო ხელშეკრულების საგანია - მსოფლიო ბანკის პროექტის „პარლამენტის სამართალშემოქმედების შესაძლებლობათა და პოლიტიკის ფორმულირების გაძლიერების ხელშეწყობის“ ფარგლებში გამოყოფილი გრანტით დაფინანსებულ პროექტის ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების ინგლისურ ენაზე მიწოდება. ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული მომსახურების ღირებულებაა 2 475 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2015 წლის (იანვარი-აგვისტო) განმავლობაში საკონსულტაციო მომსახურებაზე სახელმწიფო შესყიდვა არ განუხორციელებია.

 

  • შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება

 

საქართველოს პარლამენტის აპარატში 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით დასაქმებული იყო 142 შტატგარეშე მოსამსახურე. აღნიშნულ მოსამსახურეებზე გაწეული შრომის ანაზღაურების ოდენობის (სარგო, პრემია, დანამატი) შესახებ ინფორმაცია პარლამენტის აპარატის მიერ ინსტიტუტისათვის არ იქნა მოწოდებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნული პერიოდისათვის დასაქმებული იყო 37 შტატგარეშე მოსამსახურე, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 2015 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში შეადგინა 382 042 ლარი, საიდანაც პრემიის სახით გაცემულია 14 900 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატები მათზე არ გაცემულა.

მთავრობის ადმინისტრაციაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობაა 67, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 790268.76 ლარი შეადგინა. პრემიები და სახელფასო დანამატები მათზე არ გაცემულა.

 

  •  განთავისუფლებული თანამშრომლები

2015 წელს (იანვარი-აგვისტო) საქართველოს პარლამენტის აპარატიდან სულ განთავისუფლდა 88 თანამშრომელი, რომელთაგან 44 განთავისუფლდა ხელშეკრულებაზე ვადის გასვლის გამო, 40 თანამშრომელი - პირადი განცხადების საფუძველზე, 3 თანამშრომელი - სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, ხოლო 1 თანამშრომელი - სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 

 

აღნიშნულ პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სულ განთავისუფლდა 7 თანამშრომელი, რომელთაგან 5 განთავისუფლებულია საკუთარი ინიციატივით, ხოლო 2 თანამშრომელი სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შემთხვევაში განთავისუფლებულთა რაოდენობა შეადგენს 20 თანამშრომელს, რომელთაგან პირადი განცხადებით განთავისუფლდა 12, სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით 5, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო - 3.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024