მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

სიახლეები | განცხადებები 12 დეკემბერი 2013

 12 დეკემბერი 2013 წელი

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, დღეისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და მისი შემდგომი განხორციელება წარმოადგენს. სწორედ საჯარო სამსახურის ბიუროს უფლება-მოვალეობებში შედის საჯარო სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების შემუშავება. ამას ემატება ბიუროს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპეტენციები, განსაკუთრებით, თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების ჩაბარება და გამოქვეყნება, საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატესტაციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებული პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ზოგადად, საჯარო სამსახურის ბიუროს ეფექტური, გამჭვირვალე და თანმიმდევრული საქმიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საჯარო პოლიტიკაზე.

2013 წლის 21 სექტემბრიდან  საჯარო სამსახურის ბიუროს აღარ ჰყავს უფროსი. უკვე რამდენიმე თვეა ბიუროს უფროსის ადგილზე მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია დანიშნული და ჯერაც ვერ მოხერხდა ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევა. ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ბიუროს ხელმძღვანელს, პრეზიდენტის ნაცვლად, ნიშნავს საქართველოს პრემიერმინისტრი.

ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, აუცილებელია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევა და მისი დანიშვნა, რომ ბიურომ შეძლოს საკუთარი მოვალეობების სათანადოდ შესრულება და აქამდე დასახული მიზნებისა და პროექტების თანმიმდევრული განხორციელება. თანაბრად მნიშვნელოვანია, აღნიშნული თანამდებობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურის მაქსიმალური ღიაობა და შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა.

ვთვლით, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, საქართველოს პრემიერმინისტრმა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევის დროს, უზრუნველყოს პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა წაადგება როგორც პროცესის გამჭვირვალობას, ასევე  უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის ხარისხს.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის კანდიდატურის შერჩევის პროცესის დაჩქარება და მისი გამჭვირვალობა საჯარო სამსახურში დაგეგმილი რეფორმის ეფექტური და დროული განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება სახელისუფლებლო ინსტიტუტის მიერ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველო“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024