ღია მმართველობის პარტნიორობის გაზრდილი მნიშვნელობა - პერსპექტივა დაკვირვების საფუძველზე (OGP 2030)

სიახლეები | ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 26 ნოემბერი 2020

 

სტატიის ავტორი: გიორგი კლდიაშვლი

IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი

 

ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) განვითარება დაიწყო ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ღიაობის გაუმჯობესების ფონზე, რამდენადაც საჭირო და აუცილებელი გახდა ანტიკორუფციული რეფორმების გაღრმავება და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება. მიმდინარე რეფორმების პარალელურად, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ესაჭიროებოდათ ახალი ინსტრუმენტი, რომელიც ეფექტურად დაინერგებოდა პრაქტიკაში. OGP გახდა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობის ნათელი მაგალითი, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა, მრგვალი მაგიდის ფორმატში, წარედგინა მოთხოვნები მთავრობისადმი, ხოლო სახელისუფლებლო ორგანოებს გაუჩნდათ ამ მოთხოვნების მიღებისა და მათ საპასუხო ქმედებების განხორციელების  ვალდებულება. ამრიგად, OGP გახდა 78 წევრი ქვეყნის საერთაშორისო მხარდამჭერი პლატფორმა, რომელშიც სტაბილურად მზარდია ადგილობრივი თვითმმართველობების რაოდენობა და სადაც დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ განიხილონ სახელმწიფო მმართველობის მიმართულებით არსებული გამოწვევები მსოფლიოში და მიაღწიონ კონსენსუსს პოტენციურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

 

OGP-მ მოიზიდა მთავრობები, საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები, მუნიციპალიტეტები და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები. ინიციატივა ფარავდა საკითხების ფართო სპექტრს, როგორიცაა, ხელისუფლების გამჭვირვალობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო სერვისების მიწოდება, მოქალაქეთა მონაწილეობა და ინოვაციების განვითარება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც წარმოადგენს სიახლეს და გამოარჩევს OGP-ს სხვა საერთაშორისო პლატფორმებისგან, არის მონაწილეობითი დემოკრატიის მნიშვნელობის ხაზგასმა და პრიორიტეტულობა. ურთიერთთანამშრომლობა და ერთობლივი მუშაობა OGP-ის ფუნდამენტური პრინციპია. OGP გახდა პლატფორმა, სადაც მნიშვნელოვან როლს სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს, რამდენადაც, უფლებამოსილია, მხარი დაუჭიროს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პრინციპების განმტკიცებას. ინიციატივა ასევე ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელებას გლობალური მასშტაბით. ამასთანავე, OGP–ის მნიშვნელობა დადასტურდა Covid-19 პანდემიის დროს, რამდენადაც ინიციატივა გახდა კანონის უზენაესობის მხარდაჭერისა და გლობალური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ინოვაციური გამოცდილებისა და მექანიზმების გაზიარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო.

 

უმნიშვნელოვანესია, რომ ბოლო წლებმა გვიჩვენა საზოგადოებისათვის OGP-ის მსგავსი საერთაშორისო პლატფორმის საჭიროება. ბოლო 10 წლის განმავლობაში დადასტურდა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების სურვილი და მზაობა, ერთობლივად შეძლონ საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევების გაანალიზება და განხილვა. OGP გახდა ორგანიზაცია, რომელმაც გააერთიანა სხვადასხვა სფეროს მოთამაშეები. გლობალური წვდომა და მრავალფეროვანი გამოწვევების გაერთიანება აუცილებელია, თუმცა, ამასთანავე, ჩნდება კითხვა,  თუ როგორ არის შესაძლებელი ამ ორგანიზაციის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რა მიზნებს უნდა მივაღწიოთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში? როგორ წარმოგვიდგენია OGP 2030 წელს?

 

მიუხედავად იმისა, რომ OGP განაგრძობს ზრდას, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობების დაფარვის მიმართულებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ორგანიზაციის შექმნა მიმართული იყო ხალხის საჭიროებების გადაწყვეტისკენ. შესაბამისად, აუცილებელია, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მიზნები პირდაპირ შესაბამისობაში დარჩეს ხალხის ინტერესებთან. Covid-19 პანდემიის კრიზისმა კიდევ უფრო გაზარდა როგორც საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული ქმედებების აუცილებლობა, ისე მოლოდინები  OGP-ის მიმართ.

 

მე მჯერა, რომ 2030-თვის, OGP-ის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მიერ, OGP და მისი ღირებულებები აღქმული იქნება როგორც მაღალი ფასეულობის მქონე ინდივიდუალური საკუთრება! ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ OGP–ის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შეიძენს დამატებით ღირებულებას მოქალაქეებისთვის და მათი განხორციელება პირდაპირ დადებითად აისახება საზოგადოებაზე. OGP-ის მხრიდან ამ გამოწვევაზე მნიშვნელოვანი პასუხი იქნება ადგილობრივი ადგილობრივი თვითმმართველობების მზარდ რაოდენობაზე ორიენტაცია. ადგილობრივ მთავრობებს მოქალაქეებთან ერთად შეუძლიათ ჩამოაყალიბონ და მოახდინონ იმ ვალდებულებების ინიცირება, რომელიც მოიცავს და პირდაპირ ეხება ადგილობრივ საჭიროებებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, OGP–ის ვალდებულებების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფართო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებსა და მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი შეხვედრების რაოდენობის გაზრდის მეშვეობით; ასევე, სოციალური ქსელების გამოყენებით, სამომავლო ვალდებულებების დასადგენად გამოკითხვების ჩატარებით და მოქალაქეებისგან უკუკავშირის მისაღებად შეფასების წერილების ანალიზით. ეს ყოველივე გამოკვეთს იმ საჭიროებებს, რომლებიც რეალურად მოსაგვარებელია.

 

სხვა პლატფორმებთან სინერგია უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არა მხოლოდ OGP–ის, არამედ, ზოგადად, ყველა საერთაშორისო ინიციატივისთვის. ამგვარი სინერგია აძლიერებს შედეგებს და შესაძლებელია გახდეს ამბიციური ვალდებულებების განხორციელებისა და ადვოკატირების გაუმჯობესების საფუძველი.

 

ამასთანავე, აუცილებელია, გაიზარდოს OGP–ის, როგორც კვლევითი პლატფორმის როლი, ხოლო კვლევები უნდა განხორციელდეს საერთაშორისო შედარებითი ანალიზის გამოყენებით. აუცილებელია ხელი შეეწყოს ძლიერი კოლეგების მხრიდან გამოცდილების გაზიარებას. განხორციელდეს საუკეთესო სამთავრობო და არასამთავრობო აქტორების, საუკეთესო პრაქტიკის, გამოცდილებისა და შეხედულებების ანალიზი და გაცვლა, სამოქმედო გეგმებისთვის უფრო მეტი მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევის ჩატარება.

 

დასასრულს, უმნიშვნელოვანესია, OGP–მ შეინარჩუნოს კომუნიკაციის უნიკალური პლატფორმის როლი მთავრობის ყველა შტოს - აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო სისტემას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებსა და არასამთავრობო სექტორს შორის. გარდა ამისა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო და მრავალწევრიანი ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო ფონდების მდგრად ჩართულობას, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეფორმების განხორციელებას ღიაობისა და კარგი მმართველობის სფეროში (OGP თანამშრომლობის კარგი მაგალითები აქვს ევროპის საბჭოსთან, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან, ა.შ.).

 

გამორჩეული მახასიათებლების შენარჩუნება და მეტი კონცენტრირება საზოგადოებრივ ჩართულობასა და საჭიროებებზე უზრუნველყოფს OGP– ს მდგრად ზრდასა და განვითარებას.

 

___

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024