სამუშაო შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 15 მაისი 2014

14 მაისს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებთან, სადაც მონაწილეებმა განიხილეს 2014-15 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს რეკომენდაციების რამდენიმე მათგანთან დაკავშირებით.

შეხვედრა ასევე შეეხო დუბლინში გამართულ ევროპის რეგიონულ შეხვედრას, რომელსაც საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა. რუსუდან მიხელიძემ, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, რომელიც დუბლინში სიტყვით გამოვიდა, რეგიონული შეხვედრა საქართველოსთვის დადებითად შეაფასა. მისი თქმით, საქართველო გამოირჩევა ინოვაციური და ამბიციური პროექტებით. მათ შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა ichange.ge-ს კონცეფციამ. რუსუდან მიხელიძემ დამსწრეებს გააცნო სხვა ქვეყნების მიერ წარდგენილი პროექტები და შეხვედრაზე გაჟღერებული საინტერესო იდეები.

ამავე შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ღია მმართველობის ჯილდოს კონკურსზე წარსადგენი პროექტები. 2014 წლის საკონკურსო თემაა საზოგადოების ჩართულობა. პარტნიორობის მიერ შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი, სადაც ქვეყნები წარადგენენ კონკურსის თემასთან დაკავშირებულ თავიანთ პროექტებს.

პარტნიორობის მიზანია, წევრმა ქვეყნებმა დაასახელონ ის ინიციატივები, რომლებიც საზოგადოების ჩართულობის გაზრდასა და გაძლიერებას ემსახურება საჯარო პოლიტიკის ან სერვისების გაუმჯობესების კუთხით. რეგისტრაციისათვის განკუთვნილი საბოლოო ვადაა 30 მაისი, ხოლო ვებგვერდის მეშვეობით ინიციატივების წარდგენა 2014 წლის 27 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე ქართული პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთი კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024