არქივების შეფასება პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველოს გამოცდილება

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 19 თებერვალი 2020

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) იდეის განხორციელების დასაწყისიდანვე, 2011 წლიდან 20-მდე ქვეყანამ საკუთარ სამოქმედო გეგმაში ჩადო ვალდებულება, რომ განეხორციელებინა პოზიტიური ცვლილებები არქივებში. ვალდებულებები მოიცავდა მოქალაქეების შეუფერხებელ წვდომას საჯარო ინფორმაციასა და საარქივო დოკუმენტებზე, საარქივო კანონების მიღებასა და შეცვლას, საარქივო მასალების დეკლასიფიკაციას (საიდუმლო და დახურული სტატუსის მოხსნას) და დოკუმენტების გაციფრულებას, რათა ისინი ონლაინაც გამხდარიყო ხელმისაწვდომი.

 

არქივების ხელმისაწვდომობა სადაო საკითხია ბევრ პოსტტოტალიტარულ სახელმწიფოში, მათ შორის - იმ ქვეყნებში, რომლებსაც კომუნისტური და სოციალისტური წარსული აქვთ. დესოვიეტიზაცია, დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლა და საბჭოთა წარსულის გააზრება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სხვადასხვა სახითა და ტემპით წარიმართა.

 

განსხვავებები განპირობებული იყო სახელმწიფო პოლიტიკაში არქივებთან მიმართებით: ბევრ ქვეყანაში, ტოტალიტარული ეპოქის დოკუმენტები ჯერ კიდევ საიდუმლოა და ისინი არაა ხელმისაწვდომი მკვლევრებისა და ისტორიკოსებისათვის. დანარჩენებმა მხოლოდ ნაწილობრივ გახსნეს არქივები. საქართველომ, უკრაინამ და ბალტიის ქვეყნებმა ახალი მიდგომა აირჩიეს და გახსნეს საბჭოთა არქივები მკვლევართათვის, თუმცა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

 

საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება OGP-ის სამოქმედო გეგმაში იყო სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა. 2013 წელს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარმატებით გასწია ადვოკატირება, რათა იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნულ არქივს გაეუქმებინა გადასახადი ციფრული და ქაღალდსაფუძვლიანი საარქივო მასალის გასაცნობად. 2014-2015 წლების OGP-ს სამოქმედო გეგმაში საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ გაეციფრულებინა საბჭოთა პერიოდის საარქივო დოკუმენტები შინაგან საქმეთა სამინისტროში და შეექმნა ელექტრონული კატალოგი, რომელშიც შესაძლებელია გასამართლებული ადამიანების სახელების ონლაინ მოძებნა ყოფილი სუკ-ის (КГБ) არქივში. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, მოქალაქეებს შეუძლიათ საარქივო დაწესებულებაში მისვლის გარეშე, ონლაინ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და მიიღონ ბეჭდური თუ ციფრული საარქივო მასალები.

 

OGP-ს მმართველი კომიტეტის წევრები, შეხვედრა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში OGP-ს მეხუთე გლობალური სამიტის ფარგლებში, 2018 წელი

 

2017 წელს, IDFI-მ, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი “ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა”. პროექტის მიზანია არქივების ღიაობის გაუმჯობესება და კვლევისა ხელშეწყობით პოსტსაბჭოთა და სოციალისტურ ქვეყნებში წარსულის გადააზრება. ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა მკვლევრებისა და არქივისტების საერთაშორისო ქსელი, რათა მათ გასწიონ აქტიური ადგილობრივი და საერთაშორისო ადვოკატირების კამპანიები არქივების ღიაობის გასაზრდელად. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიქმნა არქივების ღიაობის სამართლებრივი და პრაქტიკული მხარის შეფასების მეთოდოლოგია. სულ 20 სახელმწიფო არქივი შეფასდა 10 ქვეყანაში და შედეგები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე - http://open-archives.org/.

 

2018 წელს, IDFI-მ არქივების ღიაობის ფარგლებში ჩატარებულ კვლევასა და იმ მკვლევრების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რომლებიც მუშაობენ ქართულ არქივებზე, პარლამენტში შევიდა ინიციატივით კანონმდებლობაში არქივებთან დაკავშირებით ცვლილებების შესახებ. საქართველოს ეროვნულ და შსს არქივების სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტების ასლების გადაღებაზე დაწესებული მაღალი გადასახადის გათვალისწინებით, IDFI-მ გასწია რეკომენდაცია, რომ საქართველოს გაეთვალისწინებინა საერთაშორისო პრაქტიკა და მკვლევრებს მისცემოდათ უფლება, გამოეყენებინათ საკუთარი კამერები სამკითხველო დარბაზებში. მეორე პრობლემა ეხება იდენტიფიცირებადი პერსონალური მონაცემების კონცეფციას, რაც არქივებს საშუალებას აძლევს უარი უთხრას მკვლევრებს იმ დოკუმენტებზე წვდომაზე, რომლებიც ბოლო 75 წლის განმავლობაში შეიქმნა.

 

არქივებზე გამარტივებულმა წვდომამ და კატალოგების ონლაინ გამოქვეყნებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ყოფილი ტოტალიტარული ქვეყნების გარდაქმნაზე. უკრაინის წარმატების ისტორიასთან ერთად, საქართველოს მაგალითი და IDFI-ის მიერ გაწეული ყოფილი КГБ-ის არქივების ღიაობის ადვოკატირება შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად OGP-ის ფარგლებში. ამგვარი მცდელობები განაპირობებს არა მარტო წარსულში, არამედ ღიაობას და ინფორმაციის თავისუფლებას თანამედროვე ეპოქაშიც.

 

სტატია პირველად გამოქვეყნდა ვებგვერდზე: www.opengovpartnership.org

 

___

სტატიის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024