სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში: საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები 27 დეკემბერი 2016

ბოლო პერიოდში, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ. მაგალითად, 2015 წლის ბოლო თვეებამდე თბილისის საქალაქო სასამართლო მოთხოვნის შემთხვევაში, სრულყოფილი სახით გასცემდა სასამართლო გადაწყვტილებათა ასლებს, თუმცა მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა 2015 წლის ოქტომბრიდან, როდესაც დამკვიდრდა გადაწყვეტილებათა გაცემაზე პერსონალურ მონაცემების დაცვის არგუმენტაციაზე მითითებით უარის თქმის პრაქტიკა. შედეგად დღეის მდგომარეობით შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღება ისეთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზეც კი როგორიც მაგალითად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. იმისთვის რომ შეგვესწავლა სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის პრაქტიკა IDFI-მ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებები გააგზავნა საერთო სასამართლოთა სისტემაში შემავალ ყველა სასამართლოში. 

 

IDFI-ის მიერ მომზადებული ანალიზი „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში” ემყარება სასამართლოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიტიკურ-სამართლებრივ ანალიზს. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის არსებული პრაქტიკის შესწავლის მიზნით ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია საერთო სასამართლოთა სისტემაში შემავალი სასამართლოებიდან, ხოლო მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარი და აღნიშნული უარის დასაბუთება გავაანალიზეთ მოქმედი კანონმდებლობის კონტექსტში. 

 

ანალიზი მომზადდა პროექტის „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში“ ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს, IDFI, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. 

 

ჩატარებული კვლევის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ დღეს საქართველოში სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებობს შემდეგი სისტემური პრობლემები:


სასამართლოს გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობის პრაქტიკის თვალსაზრისით არსებული პრობლემები

 

- საერთო სასამართლოები ფართოდ განმარტავენ პერსონალური მონაცემის ცნებას და დეპერსონალიზაციის შეუძლებლობას, ისინი არ ითვალისწინებენ ამა თუ იმ საქმის მიმართ არსებულ განსაკუთრებით მაღალ საჯარო ინტერესს. დარღვეულია ბალანსი პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის;


- გაცემული გადაწყვეტილებების დეპერსონალიზაციისას, რიგ შემთხვევებში, იფარება, აგრეთვე, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირი და სახელმწიფო წარმომადგენლები;

 

- საერთო სასამართლოები პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას ავრცელებენ იურიდიულ პირებზე;

 

- საერთო სასამართლოები უარს ამბობენ სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცემაზე საკმარისი რესურსის არარსებობის გამო;

 

- საერთო სასამართლოებში, სავარაუდოდ, კვლავ არსებობს სასამარლოს გადაწყვეტილების გაცემაზე უარის თქმის შეთანხმებული შაბლონური ფორმები;

 

- რიგ შემთხვევებში, სასამართლოები ავლენენ განსხვავებულ მიდგომებს, განმცხადებელ (საჯარო ინფორმაციის მომთხოვნ) სუბიექტებთან (ფიზიკური და იურიდიული პირებთან) მიმართებით.

 

მოქმედი კანონმდებლობის თვალსაზრისით


- არსებულ წესრიგში, ფაქტობრივად, უპირობო უპირატესობა ენიჭება პერსონალური მონაცემების დაცვას. არ არის გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების გაცემის წესი, თუ ის შეიცავს განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული პერსონალურ მონაცემს;


- მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას განიხილავს, როგორც ორდინალურ საჯარო ინფორმაციას, მასზე ვრცელდება საჯარო ინფორმაციის გაცემის ზოგადი წესები და არ არის გათვალისწინებული მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის ლეგიტიმური ინტერესები;


- სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გამიჯვნა არ ხდება სამართლებრივი ურთიერთობის მიხედვით. არსებითად განსხვავებული სამართლებრივი ბუნების, კატეგორიის, საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით დადგენილია გამჟღავნების ერთგვარი სტანდარტი;


- ღია სასამართლოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, ზოგადი წესით, არის დახურული;

 

- კანონმდებლობით დადგენილია, ნორმატიული ბალანსი სამართლებრივ სიკეთეებს შორის და არ არის გათვალისწინებული ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობა.

 

/public/upload/Meri/Projects/courts_of_general_jurisdiction_practice_analyses.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024