საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სსიპ -ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში - 2013-2014 წლების ანგარიში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 30 სექტემბერი 2014

2013 წლის ოქტომბერში ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, განაახლა პროექტი საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge, რომელიც წარმოადგენს 2010 წელს ინსტიტუტის მიერ დაწყებული პროექტის გაგრძელებას. პროექტის ფარგლებში ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ძირითად კომპონენტს, წინა პროექტების მსგავსად, კვლავაც წარმოადგენს საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ანალიზი-შეფასება.

2014 წლის მაისის თვეში IDFI-იმ წარმოადგინა 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მარტამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ანალიზი-შეფასება საქართველოს ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში (პარლამენტი, მთავრობის კანცელარია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრის აპარატები, აჭარის ა/რ მთავრობა და სამინისტროები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, აფხაზეთის ა/რ მთავრობა). ამჯერად ჩვენს მიერ წარმოდგენილია 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივლისამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ანალიზი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, საქვეუწყებო და სხვა საჯარო დაწესებულებებში (სულ 80 საჯარო დაწესებულება). 


2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივლისამდე სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფ 61 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და საქვეუწყებო დაწესებულებას ინსტიტუტმა მიმართა 1009 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით:

  • ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო 429 განცხადებაზე;
  • არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 40 მოთხოვნაზე;
  • უარს ადგილი ჰქონდა 17 შემთხვევაში;
  • უპასუხოდ დატოვებული იქნა 202 მოთხოვნა;
  • 321 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.

ქვემოთ დიაგრამებზე მოყვანილ პროცენტულ მონაცემებში და ასევე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროცენტული მაჩვენებლების შედგენისას ასახული არ არის საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული იმგვარი პასუხები, სადაც იუწყებიან რომ მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ ან კონკრეტული ქმედება არ განუხორციელებიათ. შესაბამისად სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებების შემთხვევაში მონაცემები წარმოდგენილია ინსტიტუტის მიერ გაგზავნილ 688 განცხადებაზე მიღებული პასუხების მიხედვით.

ინსტიტუტის შეფასებით კვლევის პერიოდში საშუალოდ ყველაზე მაღალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი (96,25%) მიიღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებებებმა. მათ მცირედით ჩამოუვარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (95,56%) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (94,53%) დაქვემდებარებული უწყებების საშუალო მაჩვენებლები. კვლევის მიხედვით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებლები მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა (32,86%) და იუსტიციის (40,2%) სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებებმა.

 

 

 

2013 წლის სექტემბრის თვეში ჩვენს მიერ წარმოდგენილი კვლევის „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2012-2013 “ მიხედვით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ყველა სახის საჯარო დაწესებულებებში (მათ შორის სამინისტროებს დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში) შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. წინამდებარე კვლევის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს გამოვლენილი იქნას რამდენად შენარჩუნებულია სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებული დადებითი ტენდენციები. 2013 წლის ოქტომბერი - 2014 წლის ივლისი პერიოდში სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლების არჩევნების შემდგომ საწყის ეტაპზე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით ირკვევა რომ, სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია 27%-ით, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები გაზრდილია 26%-ით.

სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებლების გაუარესება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მთელმა რიგმა უწყებებებმა, რომელებიც განვლილი პროექტის ფარგლებში საკამოდ მაღალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებით გამოირჩეოდნენ, ამჯერად ინსტიტუტის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. შესაბამისად ხსენებული დაწესებულებების არა-ანგარიშვალდებულება ძალიან უარყოფითად აისახა სამინისტროების დაქვემდებარებული უწყებების საერთო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელზე.

 

 

 


კვლევის პერიოდში ინსტიტუტის მიერ, სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების გარდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილები გაიგზავნა აგრეთვე დამოუკიდებელ სსიპ-ებში, მარეგულირებელ კომისიებში და სხვა განსხვავებული ხასიათის საჯარო დაწესებულებებში.

2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივლისამდე აღნიშნული ტიპის 19 საჯარო დაწესებულებას სულ გაეგზავნა 345 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა:

  • ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო 168 განცხადებაზე;
  • არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 16 მოთხოვნაზე;
  • უარს ადგილი ჰქონდა 11 შემთხვევაში;
  • უპასუხოდ დატოვებული იქნა 39 მოთხოვნა;
  • 111 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვინაიდან ინსტიტუტის მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროცენტული მაჩვენებლების შედგენისას ასახული არ არის საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული იმგვარი პასუხები, სადაც იუწყებიან რომ მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ ან კონკრეტული ქმედება არ განუხორციელებიათ, ამ დაწესებულებების შემთხვევაშიც მონაცემები წარმოდგენილი იქნება ინსტიტუტის მიერ გაგზავნილ 234 განცხადებაზე მიღებული პასუხების მიხედვით.

 

ხსენებული 19 საჯარო დაწესებულებიდან 16 მათგანის შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები მერყეობს 80% -დან 100%-მდე. 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივლისამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ 10 დღიანი ვადის დაცვით ინსტიტუტის გაგზავნილ ყველა მოთხოვნა სრულყოფილად დააკმაყოფილა საჯარო სამსახურის ბიურომ, სახალხო დამცველის აპარატმა, დაზვერვის სამსახურმა და პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ. აღნიშნულ უწყებებს შორის კვლევის პერიოდში ყველაზე არა ანგარიშვალდებულ დაწესებულებებს წარმოადგენდნენ სავაჭრო სამრეწველო პალატა - 0%, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 8.3%, საქართველო პროკურატურა (54,6%).

 

 

საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ, შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის გაცემის ზოგადი პრაქტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით. IDFI გამოთქვამდა იმედს, რომ საქართველოში ადმინისტრაციულ ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მზარდი ტენდენცია შენარჩუნებული იქნებოდა მომავალშიც. თუმცა წინამდებარე კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ მთელი რიგი დაწესებულებების შემთხვევაში, პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ ნაჩვენები დადებითი ტენდენციები დაკავშირებული იყო ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის მხოლოდ საწყის ეტაპთან, როდესაც საჯარო დაწესებულებების მიერ რაიმე სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის სურვილი ნაკლებად არსებობს.

უარყოფითი ტენდენციების მხრივ აღსანიშნავია საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების დაქვემდებარებული უწყებები, რომელთა უმრავლესობამ კვლევის პერიოდში IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს. ამ მხრივ აღსანიშნავია აგრეთვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, საქართველოს პროკურატურა, სავაჭრო სამრეწველო-პალატა, რომლებმაც არ მოგვაწოდეს ის ინფორმაცია, რომლის საჯაროდ ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნა მათ მიერ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე, 2013 წლის დასაწყისში.

ამავდროულად, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მთელ რიგ დაწესებულებებში შენარჩუნებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებლები. განსაკუთრებით, აღსანიშნავია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები, რომლთა უმრავლესობა კვლავ ინარჩუნებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უმაღლეს - 100%-იან მაჩვენებელს იმ ფონზე, როდესაც უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპთან შედარებით შემცირდა 61%-ით.

 

დეტალურად კვლევა და  დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგი იხილეთ ქვემოთ:

 

/public/upload/goga/kvlevvassipebi.pdf

/public/upload/goga/reiting.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024