პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

განცხადებები 24 სექტემბერი 2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და მის დირექტორს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აცხადებს, სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.

 

ბიუროს გადაწყვეტილება პოლიტიკურ აქტორად აცხადებს ყველას, ვინც საზოგადოებრივ პრობლემებსა და მოქალაქეების საჭიროებებზე საუბრობს. ამ გადაწყვეტილებით, ბიურომ საკუთარ თავს მიანიჭა უფლებამოსილება, დაუწესოს ცენზურა და დაიწყოს ფინანსური მონიტორინგი ნებისმიერ პირზე, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ ჩვენი გზა მხოლოდ ევროკავშირისკენ მიდის. მეტიც, ამ განმარტებით პოლიტიკურ საქმიანობად ითვლება ყველა ის მიზანი, რასაც არასამთავრობები ემსახურებიან - იქნება ეს ქალთა, ბავშვთა, შშმ პირების ინტერესების დაცვა თუ ეკოლოგიაზე ზრუნვა. ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც კონსტიტუციური მიზანი აქვს, ბიურო პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევს და მათზე თავდასხმას გეგმავს.

 

ამრიგად აშკარაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მის მიერ შექმნილი ბიურო, კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებაზე შეტევის მექანიზმად აქცია. ვენეციის კომისიამ გასულ წელს აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის, მის უფლებამოსილებებთან, ანგარიშვალდებულებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები ფუნდამენტურად არასწორად ჩამოყალიბდა. დასკვნის თანახმად, ბიუროს არ გააჩნია დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკმარისი გარანტიები, არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია მაღალი დონის თანამდებობის პირების დეკლარაციების მონიტორინგის კუთხით, მისი ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება კი მრავალპარტიული საპარლამენტო მხარდაჭერის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის ხელშია.

 

ანტიკორუფციული ბიურო პრემიერ-მინისტრის სადამსჯელო აპარატად მოგვევლინა ქართული არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. ხელისუფლებამ რუსული კანონის აღსრულება სწორედ ამ ბიუროს გამოყენებით დაიწყო. ბიუროს გადაწყვეტილება სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს. კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირს“, რომელიც 30-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, გეგმავს უპრეცედენტოდ მასშტაბურ სადამკვირვებლო მისიას - “ჩემი ხმა”, იმ მიზნით რომ ქართველი ხალხის ნება 26 ოქტომბერს თავისუფლად გამოვლინდეს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განმტკიცებული, ევროკავშირისადმი ქართველი ხალხის სწრაფვის შესაბამისად და პარტიული ნიშნით განხორციელებული შეტევები ჩვენს შრომას საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების, სიტყვისა და არჩევანის თავისუფლების, თანასწორობისა და ევროინტეგრაციის განსამტკიცებლად ვერ შეაჩერებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

V-Dem-ის დემოკრატიის ინდექსი: საქართველოს 2003 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

14.03.2025

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024