დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის სასწავლო პროგრამა დაიწყო

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | აქტუალური თემები 27 სექტემბერი 2022

2022 წლის 26 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) თანამშრომლობით დაგეგმილი სასწავლო პროგრამის - „დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები“ - გაცნობითი შეხვედრა და პირველი ლექცია ჩატარდა. 2022-2023 სასწავლო წელს, პროგრამა მეორედ იღებს სტარტს.

 

პროგრამის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ. მან მიმოიხილა პროგრამის თემატიკა, სასემინარო კურსის შინაარსობრივი მხარე, აღნიშნული პროგრამის უპირატესობანი და წარმატება უსურვა მონაწილეებს.

 

საქართველოს უნივერსიტეტის (UG) მოწვეულმა ლექტორმა და ფრანკლინის კლუბის დამფუძნებელმა რევაზ თოფურიამ პროგრამის მონაწილეებს სალექციო კურსის თემათა მახასიათებლები და შეფასების სისტემა გააცნო. სასემინარო საათის  ფარგლებში კი ისაუბრა ჰიბრიდული ომის რაობასა და დეზინფორმაციის სხვადასხვა სახეებთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 70-მა აპლიკანტმა. CV-ებისა და სამოტივაციო წერილების განხილვების შემდეგ, 40 აპლიკანტი გადავიდა გასაუბრების ეტაპზე. საბოლოო ჯამში, შეირჩა 25 მონაწილე, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებებისა და მედია სკოლის სტუდენტებთან ერთად ჩაერთვება აღნიშნულ პროგრამაში. შერჩეული მონაწილეები წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტს, რეგიონულ მედია საშუალებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საჯარო დაწესებულებებს.

 

სასერტიფიკატო და საუნივერსიტეტო პროგრამა ორი სემესტრის განმავლობაში მსმენელებს შესთავაზებს მოკლე სასწავლო სემინარს, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევის, ისტორიის, მისი საზოგადოებრივი გავლენებისა და გაბათილების საშუალებებზე. ყველა შერჩეული მონაწილე, რომელიც აკადემიური წლის განმავლობაში წარმატებით გაივლის, სულ ცოტა 4 სასწავლო კურსს, მიიღებს პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს მიეცემათ IDFI-ს და UG-ს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებასა და პროგრამაში, როგორებიცაა სტაჟირება, კონფერენციები, სემინარები და ა.შ. მონაწილეობის საშუალება.

 

სასწავლო პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ღონისძიებები ახმეტის მუნიციპალიტეტში 1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცეჟ–გლუზასთან

01.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024