სასამართლო რეფორმის ახალი პერსპექტივა

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 21 ივნისი 2021

 

2013-2021 წლების საკანონმდებლო ცვლილებები შეიძლება დახასიათდეს, როგორც სასამართლოს ინსტიტუციური მოდერნიზაციის მოჩვენებითი და არასრულფასოვანი მცდელობა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, რეალური და სისტემური ცვლილების ნაცვლად, პოზიტიური გარდაქმნის იმიტაცია შექმნა. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება კარგი წინაპირობა იყო ძირეული რეფორმებისთვის, თუმცა, ბოლო 9 წლის განმავლობაში, პოლიტიკური ნების არარსებობამ და ფრაგმენტულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა ვერ უზრუნველყო ქართული კონტექსტისთვის უმნიშვნელოვანესგამოწვევასთან გამკლავება: კერძოდ, რეფორმამ ვერ იმოქმედარეალური ძალაუფლების და ფაქტობრივად არსებული გავლენის ჯგუფების როლზესასამართლო სისტემაში. შედეგად მივიღეთ კლანური მმართველობა, სადაც მოსამართლეთა გავლენიანი მცირე ჯგუფი, სასამართლო სისტემას მართავს არა მართლმსაჯულების, არამედ პირადი ინტერესების შესაბამისად.

 

ახლა, როცა სასამართლო რეფორმის შედეგების მიმართ იმედგაცრუება ნათელია, ეს რეფორმის სტრატეგიის რადიკალური ცვლილების საჭიროებაზეც მიუთითებს. გადასადგმელი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს სასამართლოს სისტემის მართვის კონსენსუსზე ორიენტირებული რეფორმისკენ და მყარ დაბრკოლებებს უნდა უქმნიდეს ძალაუფლების კონცენტრირებას. ამისთვის საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

 

- იუსტიციის უმაღლესი საბჭო -  პარლამენტმა მიმდინარე სესიაზე უნდა აირჩიოს 5 არამოსამართლე წევრი. მნიშვნელოვანია ამ შესაძლებელობის გამოყენება.  თანამდებობაზე მოხვდნენ მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატები. მოქალაქეები, რომელთა მიმართაც იქნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსესუსი იარსებებს. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს საბჭოში, გააჩენს ახალი მიზიდულობის ცენტრს დამოუკიდებელი 5 წევრის სახით და კლანს მხოლოდ ერთ ხმიან არამყარუპირატესობას დაუტოვებს;

 

- მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლებისპროცედურა -  საბჭო ამ გადაწვეტილებას  უნდა იღებდეს ორმაგი 2/3-ის პრინციპით (ამ პრინციპის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება მოსამართლე წევრების 2/3-ისადა არამოსამართლე წევრების 2/3-ისთანხმობა). კონსენსუსის ლოგიკა უნდა გაძლიერდეს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ეტაპზეც. უნდა შემოვიდეს ბილატერალურიდანიშვნის პრინციპი. ეს ოპოზიციისთანხმობის გარეშე საკასაციო ინსტანციის დაკომპლექტებას გამორიცხავს;

 

- კლანური მმართველობის პოლიტიკური შეფასება პარლამენტის მიერ - უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც მოამზადებს დასკვნას კლანური მმართველობის შესახებ, რომლის საფუძველზეც პარლამენტის მიიღებს რეზოლუციას სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ;

 

- სისტემის განახლება - მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლების პროცედურების რეფორმისა და პარლამენტის მიერ კლანური მმართველობის შეფასების შემდეგ, საჭირო გახდება არსებული მოსამართლეების ნაწილისთვის (რომლებიც უსამართლო წესით დაინიშნნენ თანამდებობაზე) ნდობის ხელახლა გამოცხადებაშეცვლილი რეგულაციით და მაღალი კონსენსუსით.

 

მხოლოდ ამ პროცესის გავლის შემდეგ შესაძლებელია შემდეგ ეტაპზე გადასვლა, რომელიც მოიცავს ისეთ თემებზე მსჯელობას, რომელიც პროცედურული და სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელ საკითხებს უნდა მოიცავდეს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024