„გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის“ წარმატება - კოსტა რიკაში შესყიდვების მნიშვნელოვანი რეფორმა მიმდინარეობს

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 25 სექტემბერი 2019

2019 წლის აგვისტოში კოსტა რიკამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაუმჯობესებაში. ქვეყნის გენერალური მაკონტროლებლის ოფისმა რამდენიმე კანონმდებლის მხარდაჭერით წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესახებ კანონის სრულყოფილ რეფორმას.


კანონპროექტი ყოვლისმომცველია და მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს შეიცავს სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირების მინიმუმ 10 სფეროში, რომელთაგან 5 ცვლილება „გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის“ (TPPR) ფარგლებში IDFI-ის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის (ACCESA) მიერ იქნა შემუშავებული. უფრო კონკრეტულად, კანონპროექტში TPPR-ის შემდეგი რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული:


1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ციფრული სისტემის დანერგვა


კანონპროექტი ითვალისწინებს ვალდებულებას, სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს ერთიანი ონლაინ სისტემის საშუალებით, მთელი ქვეყნისთვის. ეს უზრუნველყოფს ინფორმაციის ინდექსირებას და ღია ფორმატებში ხელმისაწვდომობას. ეს შესაძლებელს გახდის ინფორმაციის ციფრულ, ღია ფორმატში შენახვას, რათა ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს მონაცემების ჩამოტვირთვა და მანიპულირება პროგრამული ინტერფეისების საშუალებით.


2. მოქალაქეების უფასო წვდომა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციაზე


კანონპროექტი ითვალისწინებს შესყიდვების შესახებ ინფორმაციის მარტივად ხელმისაწვდომობას ერთი სისტემის მეშვეობით, რომელსაც გამოიყენებენ შემსყიდველი ორგანიზაციები, პოტენციური მომწოდებლები და ფართო საზოგადოება ისეთი ინფორმაციის მისაღებად, როგორიცაა: ხელშეკრულების პირობები, პრეტენდენტები, გამარჯვებულები, ხელშეკრულების თანხები და სხვა.


3. საერთო წესები ყველა შემსყიდველისთვის


კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო სახსრების გამოყენებას, როგორც კანონის გავრცელების ობიექტურ კრიტერიუმს. კანონპროექტში ნათქვამია, რომ შესყიდვების საერთო წესები უნდა გავრცელდეს მთელ საჯარო ადმინისტრაციაზე - კანონი გავრცელდება ყველა დაწესებულებასა და პირზე, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო, რომელიც იყენებს სახელმწიფო სახსრებს.


4. გამონაკლისების შემცირება კონკურენციის წასახალისებლად


მოქმედი კანონმდებლობა მოიცავს 24-ზე მეტ გამონაკლისს. პრაქტიკაში, გამონაკლისების დიდმა რაოდენობამ განაპირობა ის, რომ ხელშეკრულებების უმეტესობა გაფორმებულია გამონაკლისური პროცედურით, კონკურენციის გარეშე, და არა ჩვეულებრივი სატენდერო პროცედურის მეშვეობით. ახალი კანონპროექტი ამცირებს გამონაკლისების რაოდენობას 5-მდე და არეგულირებს მათი გამოყენების წესებს, იმ იმედით, რომ შემცირდება კონკურენციის გარეშე დახარჯული სახელმწიფო სახსრების მოცულობა.


5. პოლიტიკის შემუშავებასა და შესყიდვების სტანდარტიზაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნა


კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული უფლებამოსილებით აღჭურვილი ახალი ორგანოს შექმნას აღმასრულებელ შტოში, რომელიც დააწესებს სახელმწიფო შესყიდვების საერთო სტანდარტებს და იმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის დახვეწაზე, იმ საბოლოო მიზნით, რომ შეიქმნას ერთიანი, სტრატეგიული და ეფექტური შესყიდვების სისტემა.


კოსტა რიკის არსებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ყოვლისმომცველი ანალიზი, რომელიც ACCESA–მ მოამზადა TPPR მეთოდოლოგიის გამოყენებით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. ანალიზი მოიცავს კოსტა რიკის კანონმდებლობის შეფასების შედეგებს, მისი შესყიდვების სისტემის ძლიერ მხარეებს, გამოწვევებს, აცდენებს კანონმდებლობასა და პრაქტიკას შორის, და რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ძირითადი ხარვეზების გამოსწორება.


გარდა ამისა, ახალი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:


- გამჭვირვალეობისა და ეთიკის სტანდარტების დანერგვა;


- სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის გაძლიერება;


- პროცედურების გამარტივება მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით;


- სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი ერთიანი კანონის შემოღება;


- სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მომზადება სოციალური, გარემოსდაცვითი და ინოვაციური პოლიტიკის გასატარებლად.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) იმედოვნებს, რომ კანონპროექტი უახლოეს მომავალში დამტკიცდება და საგრძნობლად გააუმჯობესებს კოსტა რიკის სახელმწიფო შესყიდვების სისტემას.

.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024