IDFI-ს წარმომადგენელი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს წევრად აირჩიეს

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 16 მაისი 2013

2013 წლის 14 მაისს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს ორი ახალი წევრი იქნა არჩეული - უჩა სეთური (IDFI ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) და გიორგი კოტრიკაძე (ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე).


შერჩევის პროცედურები 2013 წლის 11 აპრილს დაიწყო. საკუთარი კანდიდატურა შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა:


1.      ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი;
2.      ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა უფლებების დაცვის ასოციაცია;
3.      ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
4.      საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია;
5.      JTI Caucasus LLC;
6.      ნავთობკომპანიების ქართული ასოციაცია;
7.      ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია.

 

შერჩევაში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, ბიზნეს ასოციაციამ,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მედიის წარმომადგენლებმა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ ხმათა უმრავლესობით დავების საბჭოს წევრად, ერთი წლის ვადით არჩეულ იქნა ორი წევრი.

საბჭოს შემადგენლობა კანონმდებლობის თანახმად განისაზღვრება ექვსი წევრით. საბჭოს შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპით შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობა ვრცელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებულ დავებზე. შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის მიზანი მათი სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტაა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024