2014-15 წლების სამოქმედო გეგმა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 აგვისტო 2014

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა. თითქმის სამი წლის განმავლობაში საქართველომ მოახერხა პირველი სამოქმედო გეგმის დამტკიცება (2012-13 წლები) და იმპლემენტაციაOGP მმართველი კომიტეტის წევრობაზე განაცხადის შეტანა და მეორე სამოქმედო გეგმის (2014-15) დამტკიცება.

 

მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ 2014-15 წლების სამოქმედო გეგმა მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული მუშაობით შეიქმნა. მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის - ფორუმის მეშვეობით თანამშრომლობდნენ, ხოლო საზოგადოების ჩართვის მიზნით ერთი თვის მანძილზე საქართველოს მასშტაბით ეწყობოდა საჯარო კონსულტაციები. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID. რეგიონული კონსულტაციები სწორედ USAID-ს მხარდაჭერით შექმნილ სამოქალაქო ჩართულობის ცენტრებში იმართებოდა, საზოგადოებრივ ცენტრებთან ერთად. კონსულტაციები საქართველოს 15 ქალაქში ჩატარდა და მასში 700-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა მიიღო მონაწილეობა.

 

იქიდან გამომდინარე, რომ პირველი სამოქმედო გეგმა არ იყო ნორმატიული აქტებით გამყარებული და არ არსებობდა ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმი, 2013 წლის 9 ივლისის მთავრობის №775 განკარგულებით „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ“, ღია მმართველობის პარტნიორობის კოორდინაცია ეროვნულ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) დაევალა.

 

ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას დაეთმო 2 გაფართოებული მრგვალი მაგიდა, ფორუმის 4 გეგმიური და 2 ad hoc სხდომა, აგრეთვე ინდივიდუალური შეხვედრები და ინტენსიური კონსულტაციები სამდივნოს, პასუხისმგებელ უწყებებს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ღია მმართველობის პარტნიორობისათვის წარსადგენი გეგმის პირველადი პროექტი.

 

2014-15 წლების სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს 2014 წლის 2 მაისს წარედგინა. სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტის წარდგენის შემდგომ, ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს რეკომენდაციები წარუდგინეს ფორუმის არასამთავრობო ორგანიზაციებმა. რეკომენდაციებისა და გეგმის საბოლოო განხილვა ჩატარდა ფორუმის გაფართოებულ სხდომაზე 2014 წლის 6 ივნისს. რეკომენდაციებთან ერთად გაფართოებულ სხდომაზე განხილული იქნა პარტნიორობის სამდივნოსგან მიღებული კომენტარები. ამავე სხდომაზე ფორუმი შეთანხმდა სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტზე.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების 6 რეკომენდაციიდან სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია ოთხი მათგანი: პეტიციების პორტალის - ichange.ge-ს შექმნა, მიყურადების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება და პროაქტიული გამჭვირვალობა (რომელიც სამოქმედო გეგმაში შევიდა შემდეგი რედაქციით: ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის პროაქტიული გამოქვეყნება), შსს სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და არქივების გამჭვირვალობა (ამ ვალდებულებაში შემავალი დებულებები, კერძოდ - ელექტრონული არქივის იდეა, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ელ-კატალოგის შექმნა ცალ-ცალკე ვალდებულებებად არის გაყვანილი სამოქმედო გეგმაში).

 

  • ელექტრონული ჩართულობის პლატფორმის შექმნა პირველ სამოქმედო გეგმაშიც იყო გაწერილი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა მისი იმპლემენტაცია. სამოქალაქო ჩართულობაში ამ პლატფორმის უდიდესი მნიშვნელობის გამო, ეს ინიციატივა მეორე სამოქმედო გეგმაში ჩაიდო. მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოა საქართველოს მთავრობა. ჩართულობის სამ დონიანი პლატფორმის კონცეფცია IDFI-ს მიერ იქნა შემუშავებული. მთავრობა საწყის ეტაპზე მხოლოდ პირველი საფეხურის ჩართულობის მექანიზმის შექმნაზე დათანხმდა - ელ-პეტიციები მთავრობას. ichange.ge-ს გაშვება 2015 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

 

  • იქიდან გამომდინარე, რომ მიყურადების პრობლემა დღესაც მწვავედ დგას საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეკომენდაციებში ჩაწერეს მიყურადების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და პროაქტიული გამჭვირვალობის ვალდებულება. კონსულტაციების შედეგად, სამოქმედო გეგმაში ამ ვალდებულებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ მითითებულია უზენაესი სასამართლო, რომლის ვალდებულებაა ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის პროაქტიული გამოქვეყნება. იქიდან გამომდინარე, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების განხორციელება მხოლოდ მოსამართლის ბრძანდებით არის შესაძლებელი, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა აწარმოოს სტატისტიკა და გამოაქვეყნოს იგი პროაქტიულად. 2014 წლის სექტემბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოაქვეყნებს მიყურადების შესახებ კვარტალურ სტატისტიკას, 2015 წლიდან კი უზრუნველყოფს წლიური სტატისტიკის გამოქვეყნებას.

 

  • მორიგი ვალდებულება უსაფრთხო გარემოს შექმნის გამოწვევას პასუხობს. ამასთან, ამ ვალდებულების შესრულება ხელს შეუწყობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პროაქტიულ გამოქვეყნებას. არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას და დანაშაულის ინტერაქტიული ონლაინ რუკის შექმნას. 

 

  • რაც შეეხება მეოთხე ვალდებულებას, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეკომენდაციებში გაწერილი ვალდებულება სახელმწიფოს მართვის ქვეშ მყოფი არქივების გამჭვირვალობის შესახებ, 2014-15 წლების სამოქმედო გეგმაში სამ სხვადასხვა კომპონენტად გაიწერა. კერძოდ, ელექტრონული არქივის სისტემის შექმნა, ეროვნული არქივის გამჭვირვალობა და საარქივო ფონდის ხელმისაწვდომობის გაზრდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული კატალოგის შექმნა/გამოქვეყნება. არქივში დაცული დოკუმენტების უნიკალურობისა და ისტორიის შესწავლაში მათი დიდი მნიშვნელობის გამო, არასამთავრობოების რეკომენდაციაა, მოხდეს მათი გახსნა, იმგვარად, რომ მკვლევარებს და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლოს მასალებზე წვდომა. ამასთან, უნდა მოხდეს დოკუმენტების დიგიტალიზაცია, რათა მასალები ხელმისაწვდომი გახდეს ციფრული სახითაც. ამ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი ორგანოებია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, სსიპ მონაცემთა გაცვლის, სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი.

 

ღია მმართველობა საქართველოს 2014–2015 წლების სამოქმედო გეგმაში გაერთიანებულია 16 პასუხისმგებელი უწყების 26 ვალდებულება. ვალდებულებები პასუხობს ღია მმართველობის 4 გამოწვევას: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

 /public/upload/სალომე/recommendations_ge.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024