2013 წლის მონაცემები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან (ნაწილი 6)

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 ივნისი 2014

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის განთავსებას www.opendata.ge -ზე.

 

აღნიშნული ინფორმაცია ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ამა თუ იმ საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, საჯარო მოხელეების პრემიები, სახელფასო დანამატები, სამივლინებო და „როუმინგულ“ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, საჯარო დაწესებულებების მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სახელმწიფო შესყიდვები.

 

www.opendata.ge -ზე ასევე შესაძლებელია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლების, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული კორესპონდენციის, აუდიტორული შემოწმების აქტების და ამ შემოწმებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების ნუსხის გაცნობა.

 

გთავაზობთ რამდენიმე საჯარო დაწესებულებიდან IDFI-ისთვის მოწოდებულ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც www.opendata.ge -ზე უკვე ხელმისაწვდომია: 

 

 

  • მისასალმებელია  ის ფაქტი, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურმა, ინსტიტუტის ყველა მოთხოვნა სრულყოფილად დააკმაყოფილა. დაზვერვის სამსახური სხვა ძალოვანი უწყებებისგან განსხვავებით (მაგ. შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები, პროკურატურა და სხვ.) წლების განმავლობაში ინარჩუნებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალ მაჩვენებელს. მათ მიერ დეტალურად იქნა გასაჯოროებული იმგვარი ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიცავს.  მაგალითად 2013 წელს საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამდებობის პირების მივლინებებისთვის გაწეულმა ხარჯმა ჯამში 43 507.61 ლარი შეადგინა. ამასთან, დაზვერვის სამსახურში გასულ წელს სხვადასხვა უცხოური დელეგაციების მიღებასა და მათვის ჩატარებულ ღონისძიებებზე 114 620.98 ლარი დაიხარჯა. სამსახურის ხელმძღვანელზე და მის პირველ მოადგილეზე 2013 წელს „როუმინგულ“ მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა კი სულ 4 721.73 ლარი შეადგინა.

 

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა 2013 წელს პრემიის სახით საერთო ჯამში 37 350 ლარი მიიღო, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 14 280 ლარი. ამასთან ხელმძღვანელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს  4500 ლარს. 2013 წელს თანამშრომლებზე დარიცხულმა პრემიების საერთო რაოდენობამ  2 151 687 ლარი შეადგინა. ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული პრემიები გაცემულ იქნა საკუთარი შემოსავლებიდან.  

  • ღვინის ეროვნულ სააგენტოში გასულ წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვის, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი, რომელიც მოიცავდა 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შესასწავლ პერიოდს. ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილ იქნა სხვადასხვა სახის ხარვეზები. მაგალითად, საანგარიშო პერიოდში საერთოდ არ ათვისებულა „ღვინის ლაბორატორიულ კვლევა“-ზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 50 000 ლარი,  რომლის მიზანს წარმოადგენდა ალკოჰოლიანი სასმელების სერთიფიცირებულ პარიტაზე საინსპექციო კონტროლის განხორციელება შერჩევითი წესით.

 

  • მიმდინარე წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს ბალანსზე ირიცხება 61 ავტომობილი, აქედან საბალანსო ღირებულება (22 312 ლარი) გააჩნია მხოლოდ ხელმძღვანელის კუთვნილებაში მყოფ ავტომობილს. დანარჩენი ავტომობილები ამორტიზირებულია, რომელთა უმრავლესობა საბჭოური წარმოებისაა.

 

  • დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში 2013 წლის საშტატო ნუსხის მიხედვით 297 პირი არის დასაქმებული. ცენტრში ყველაზე მაქსიმალური თანამდებობრივისარგო შეადგენს 2 600 ლარს, ყველაზე მინიმალური კი 500 ლარს.
    მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2013 წელს დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ავტოპარკი არ განუახლებია, ამჟამად კი ცენტრის ბალანსზე 53 სხვადასხვა მარკის ავტომანქანა ირიცხება, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება 953 829 ლარს შეადგენს.

 

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული  120 ავტომობილის ნარჩენი ღირებულება შეადგენს 2 179 299 ლარს. სააგენტოს უფროსის მფლობელობაში იმყოფება 2011 წელს გამოშვებული ლექსუსი GX470 მოდელის ავტომობილი, რომლის ნარჩენი ღირებულება შეადგენს 50 796 ლარს.
    2013 წლის მანძილზე სურსათის ეროვნულ სააგენტოში წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით სულ გახარჯული იქნა 19 037.84 ლარი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის წესით შესყიდულია  210 812 ლარის ღირებულების საწვავი ავტომანქანებისთვის.

 

  • როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბრატორიის პასუხიდან ირკვევა, 2013 წელს დაწესებულებაში სახელფასო დანამატები არ დარიცხულა. გასულ წელს ლაბორტორიის თანამშრომლებზე პრემიის სახით სულ გაცემულ იქნა 404 700 ლარი, აქედან თანამდებობის პირებზე - 19 200 ლარი, 385 500 ლარი კი დანარჩენ თანამშრომლებზე. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად პრემიის სახით გაცემული თანხიდან 236 864 ლარი გაიცა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან, ხოლო 167 836 ლარი - ლაბორატორიის საკუთარი სახსრებიდან.

 

 

  • სსიპ - სმართ ლოჯიქის ხელმძღვანელს  2013 წელს პრემიის სახით მიღებული აქვს 39 004 ლარი.  აღნიშულ დაწესებულებაში კონკრეტულ თანამდებობებზე ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს:

-         დირექტორი - 5 800 ლარი,

-         დირექტორის მოადგილე -  5 500 ლარი,

-         პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი - 4 375 ლარი,

-         სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი - 5 000 ლარი,

-         ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი - 3 750 ლარი.

 

ამ და სხვა საჯარო ინფორმაციის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია www.opendata.ge-ზე.

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის განახლება IDFI-ს მიერ ყოველდღიურად ხდება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024