2013 წლის მონაცემები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან (ნაწილი 5)

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 11 ივნისი 2014

 

 

 

 

www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა) უკვე ხელმისაწვდომია IDFI-ისთვის მოწოდებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების შესახებ:

 

-         საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი,

-         მუნიციპალური განვითარების ფონდი,

-         ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი,

-         ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი.

 

  • როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული შესყიდვები განახორციელა 34 944 779 ლარის ღირებულების საავტომობილო გზების  სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი თანხა   11 171 430 ლარი  მოხმარდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზის კმ22-კმ34,3 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამწუხაროდ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა IDFI - ის არ მიაწოდა  შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობის შესახებ შესაბამისი მიწერილობა  შემსყიდველის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან. მათ მიერ მითითებულია მხოლოდ განკარგულებების ნომრები, რომლებიც წარმოადგენს აღნიშნული შესყიდვების საფუძველს.

          დეპარტამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების   ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს:

           -         დეპარტამენტის თავმჯდომარე - 3 450 ლარი,

           -         დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 2 700 ლარი,

           -         დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 2 600 ლარი.

         2013 წლის განმავლობაში აღნიშნული თანამდებობის პირები ყოველთვიურად იღებენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემიას.

 

  • მუნიციპალური განვითარების ფონდის ბალანსზე ამჯერად იმყოფება 39 ავტომობილი, რომელთაგან აღმასრულებელი დირექტორის მფლობელობაში იმყოფება 103 908 ლარად შესყიდული 2010 წელს გამოშვებული ტოიოტა ლენდკრუიზერი, ხოლო მისი  პირველი მოადგილის მფლობელობაში -   69 804 ლარად შესყიდული 2008 წელს გამოშვებული იგივე მოდელის ავტომობილი. 
    ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6000 ლარს, მისი პირველი მოადგილის 5 500 ლარს, ხოლო მისი მოადგილის 5 450 ლარს. 2013 წელს აღმასრულებელ დირექტორსა და მის ორ მოადგილეს პრემიის სახით მიღებული აქვთ 50 276 ლარი.
    2013 წლის განმავლობაში ფონდმა საზღვარგარეთ მივლინებებზე ჯამში 46 833.37 ლარი დახარჯა, დაწესებულების წარმომადგენლობითმა ხარჯმა კი 58 506.97 ლარი შეადგინა.

 

 

  • ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორს 2013 წელს პრემიის სახით მიღებული აქვს 21 615 ლარი. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3290 ლარს.  როგორც ირკვევა 2013 წელს ცენტრს არანაირი სახის წარმომადგენლობითი ხარჯები არ გაუწევია,  ხელმძღვანელს ქვეყნის გარეთ ვიზიტი არ ჰქონია, ასევე ცენტრის ბალანსზე ავტომობილები არ ირიცხება.

 

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მსგავსად მის დაქვემდებარებაში მყოფმა ზემოთ მოყვანილმა ოთხმა უწყებამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხი აჩვენა. მათ მიერ  სხვა მოთხოვნებთან ერთად ასევე დაკმაყოფილებულია ხელმძღვანელის სამუშაო ელექტრონული ფოსტიდან სამსახურებრივ საქმიანობასთან გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების შესახებ ინსტიტუტის მოთხოვნა.

 

ზემოაღნიშნული მონაცემები წარმოადგენენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის მცირე ნაწილს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შესაბამისი ბმულები www.opendata.ge -ზე.

 IDFI სისტემატიურად ახორციელებს საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის განახლებას. გარდა ამისა, საჯარო დაწესებულებებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ინსტიტუტი ამზადებსანალიტიკურსტატიებს, რომლებიც მისგანახლებულვებ-გვერდზე - www.idfi.ge -ზეარისხელმისაწვდომი.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024