2013 წლის მონაცემები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან (ნაწილი 7)

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 25 ივნისი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს საჯარო დაწესებულებებიდან მოწოდებული ინფორმაციის განთავსებას www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა).

 

იხილეთ აღნიშნულ ბაზაში უკვე ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახის ინფორმაცია რამდენიმე საჯარო დაწესებულების შესახებ:

 

 

 

  • საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირებზე 2013 წელს პრემიის სახით სულ გაცემულია 148 990 ლარიუშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 2013 წელს (იანვარი-ნოემბერი)  მიღებული აქვს 30 400 ლარის ოდენობის პრემია, ხოლო ირინე იმერლიშვილმა დეკემბრის თვეში პრემიის სახით მიიღო 3540 ლარი.  
    აპარატის ბალანსზე ირიცხება 6 ავტომობილი, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს  233 408.2 ლარს. 
    2013 წელს უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე დახარჯულია 99 485.25 ლარი, აღნიშნული თანხიდან 59 456 ლარი შეადგენს გიგა ბოკერიას სამივლინებო ხარჯებს.

 

  • 2013 წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის  „საქპატენტი“ მიერ ინტელექტუალური საკუთრების დამცავი დოკუმენტების გაცემით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 836 400 ლარი.  
    ცენტრში გასულ წელს შრომის ანაზღაურებაზე გაწეულია 3 327 400 ლარის ხარჯი. 2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საშტატო ნუსხით ცენტრის თანამშრომელთა რაოდენობა განსაზღვრულია 104 ერთეულით.

 

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან - „საქსტატიდან“ მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით 2012 წლიდან შეინიშნება სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია. დაწესებულებაში 2012 წლის1იანვრისთვის მოქმედი საშტატო ნუსხით განსაზღვრულიიყო 149 თანამშრომელი (აქედან ცენტრალურ აპარატში - 96 თანამშრომელი), ხოლო 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 211 თანამშრომელი (აქედან ცენტრალურ აპარატში - 156 თანამშრომელი). „საქსტატში“ მაქსიმალური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 900 ლარს,  ხოლო მინიმალური - 600 ლარს.

 

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მსგავსად, საქართველოს ეროვნულ ბანკშიც 2012 წლიდან შეინიშნება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია. დაწესებულებაში 2012 წლის6თებერვლის საშტატო ნუსხით განსაზღვრული იყო 308 თანამშრომელი,ხოლო 2014 წლის მარტისთვის მოქმედი საშტატო ნუსხის მიხედვით ეროვნულ ბანკს 342 თანამშრომელი ჰყავს.  2014 წლის მარტის თვის მონაცემებით ბანკის ბალანსზე სხვადასხვა წელს შეძენილი 31 სატრანსპორტო საშუალება ირიცხება, რომელთა შესყიდვის ფასი შეადგენს ჯამში 1 765 435 ლარს, მათი ნარჩენი ღირებულება კი 624 598 ლარია. გასულ წელს ბანკმა 49 857 ლარად შეფასებული Audi A6 მარკის ავტომობილი 67 383.90 ლარი ღირებულების Toyota Camri-ით ჩაანაცვლა. ამასთან, ეროვნულ ბაკში 2013 წელს თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯებისთვის გაიცა 148 797  ლარი, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის - 144 101 ლარი.

 

  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ  2013 წელს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 6 185 განცხადება შევიდა. აქედან დასაშვებად იქნა ცნობილი 4 613 განცხადება, დაუშვებლად - 1 024, მართლმსაჯულების დეპარტამენტს გადაეცა 1 839 განცხადება, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს - 2 041, ბავშვთა ცენტრს - 125, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრს - 116 განცხადება, გენდერულ თანასწორობათა დეპარტამენტს - 102, ხოლო რეგიონალურ სამმართველოს 390. 
    IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის მანძილზე სახალხო დამცველის მიერ  ქვეყნის  გარეთ  განხორციელებულ  10 ოფიციალურ  და  სამუშაო ვიზიტზე 8 937.95 ლარი დაიხარჯა, მის „როუმინგულ“ მომსახურებაზე კი 11 808.43 ლარი. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გასულ წელს გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა 17 391 ლარი.

 

 

ამ და სხვა საჯარო ინფორმაციის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია www.opendata.ge-ზე.

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის განახლება IDFI-ს მიერ ყოველდღიურად ხდება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024